|
2019-05-28 12:28:10, 1302 ნახვა
კომენტარი
კობახიძე გარეჯის შესახებ სააკაშვილის განცხადებაზე: მას ჰქონდა 9 წელი, თუმცა როგორ მოაგვარა საკითხი კარგად ხედავთ
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც ის მზად არის საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში ჩაერთოს. კობახიძე მიიჩნევს, რომ საკითხის მოსაგვარებლად სააკაშვილს დიდი დრო ჰქონდა, თუმცა თავისი მმართველობის დროს პრობლემა გადაუჭრელი დატოვა. "მას ჰქონდა 9 წელი ამისათვის, თუმცა როგორ მოაგვარა ეს საკითხი ძალიან კარგად ხედავთ", - აღნიშნა კობახიძემ. მისთვის აგრეთვე გაუგებარია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მისამართით გაჟღერებული ბლალდებები, რომლის მიხედვითაც, ვითარება დავით გარეჯში ზურაბიშვილის ვიზიტის და მისი განცხადებების შემდეგ დაიძაბა. "პრეზიდენტმა ისაუბრა დემარკაციის და დელიმიტაციის აუცილებლობაზე, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და წლების განმავლობაში მიმდინარეობს მუშაობა. სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა დღემდე ამ საკითხის მოგვარება. ეს სირთულე არის, როგორც აზერბაიჯანთან, ასევე სომხეთთან საზღვარი საჭიროებს დემარკაციას და დელიმიტაციას, რაც არის გამოწვევა ჩვენთვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ მოხერხდება საბოლოო ჯამში შეთანხმების მიღწევა, მათ შორის დემარკაციის და დელიმიტაციის კუთხითაც. რა თქმა უნდა, საკითხის წამოწევა არის მნიშვნელოვანი, თუმცა ერთადერთი სწორი გზა ამ პრობლემის გადაწყვეტის, არის მოლაპარაკება", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდოომარემ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)