10:24 - 11 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-27 15:15:58, 909 ნახვა

პოლიტიკა
ევრპარლამენტში ლიბერალებმა და მწვანეებმა პოზიციები გააუმჯობესეს

ევროპარლამენტის არჩევნებზე, რომელიც 23-26 მაისს გაიმართა, ამომრჩეველთა აქტივობა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი იყო, საკუთარი არჩევანი 200 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა გააკეთა. აქტივობამ 51%-ს მიაღწია.

საბოლოო მონაცემებით გაიზარდა ლიბერალ-დემოკრატების და მწვანეების მხარდაჭერა მრავალ ქვეყანაში. ყველაზე დიდი მხარდაჭერა მწვანეთა პარტიამ გერმანიაში მიიღო.  23 პროცენტით გერმანელი მწვანეები, კანცლერ ნგელა მერკელის პარტიის შემდეგ მეორე ადგილზე გავიდნენ. საბერძნეთში პრემიერის ციპრასის სოციალისტური პარტია საბერძნეთის ლიბერალ-კონსერვატიულმა პარტია „ახალმა დემოკრატიამ“ დაამარცხა.
მწვანეებმა და ლიბერალებმა შედეგბი გააუმჯობესეს ნიდელანდებში. 

ევროპარლამენტში ლიბერალ-დემოკრატების ალიანსის ლიდერი გი ვერჰოფსტადტი აცხადებს, რომ არჩევნების შედეგად ევროპარლამენტში პოლიტიკური ბალანსი შეიცვლება.
„პირველად 40 წლის განმვალობაში ორი კლასიკური პარტია – სოციალისტები და ქრისტიან-დემოკრატები უმრავლესობას ვერ მიიღებენ. ეს ნიშნავს, რომ მემარჯვენე-ცენტრისტული უმრავლესობა, ჩვენი ცენტრისტული ჯგუფის მონაწილეობის გარეშე ვერ შედგება. ეს ისტორიული დღეა, რადგან ევროპარლამენტში პოლიტიკური ძალების ბალანსი შეიცვლება“, – განაცხადა ვერჰოფსტადტმა.

ლიბერალ-დემოკრატები (ALDE) — 108 ადგილი ექნებათ ხოლო, მწვანეები - ევროპის თავისუფალი ალიანსი — 68 ადგილი; ამ მონაცემებით პოპულისტურ პარტიებთან შედარებით, ლიბერლებს და მწვანეებს ორმაგი მხარდაჭერა აქვთ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
Nvidia-მ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო მისი აღმასრულებელი დირექტორის ჩინეთის დაზვერვასთან სავარაუდო კავშირებთან დაკავშირებით
მეუფე იობი -კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics