|
2019-05-27 13:00:12, 855 ნახვა
პოლიტიკა
კახაძე: მოვუწოდებ შავგულიძეს დათანხმდეს დებატებს, რათა მთაწმინდელებს ჩვენი ხედვები გავაცნოთ
„მოვუწოდებ შავგულიძეს დათანხმდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის შემოთავაზებას, რათა მივცეთ მთაწმინდელებს შესაძლებლობა გაეცნონ ჩვენს ხედვებს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა კანდიდატმა, ლადო კახაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ დაგეგმილ დებატებში მონაწილეობასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მზად არის რთული შეკითხვებისთვის. „ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისათვის, მითუმეტეს, როგორც მმართველი გუნდის კანდიდატისთვის მთაწმინდაზე, ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს, რომ მოსახლეობას მაქსიმალურად ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალება ჰქონდეს. არაერთხელ აღმინიშნავს, რომ ჩემი კარი ღიაა ყველა მთაწმინდელისათვის და მიმაჩნია, რომ როდესაც მზად ხარ პასუხისმგებლობა აიღო და ასეთ უბანს, ასეთ ადამიანების წარმოადგენდე პარლამენტში, მაქსიმალური ინფორმაცია უნდა მიაწოდო მათ, რათა ყოველი ამომრჩეველი დარწმუნებული და იყოს საკუთარ არჩევანში, საკუთარ სიმართლეში. ამიტომ, რა თქმა უნდა, ვთანხმდები საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის შემოთავაზებას! ეს კიდევ ერთი საშუალებაა, ჩემს მთაწმინდელებს, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს და იმ ადამიანებს, ვისაც ჯერაც ვერ გადაუწყვეტიათ, ვის დაუჭირონ მხარი, ვესაუბრო ჩვენს გეგმებსა და იმ პროექტებზე, რომელთა განხორციელებასაც მეორე ტურში გამარჯვებიდან პირველივე დღეს შევუდგები ჩემი უბნისა და თანამოქალაქეების საკეთილდღეოდ! მე მზად ვარ რთული კითხვებისთვის, მზად ვარ ოპონირებისთვის და მზად ვარ მთაწმინდელებთან ერთად გამარჯვებისთვის! მოვუწოდებ ჩემს კონკურენტს დათანხმდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის შემოთავაზებას, რათა მივცეთ მთაწმინდელებს შესაძლებლობა გაეცნონ ჩვენს ხედვებს და თავად გადაწყვიტონ სად და ვისკენ არის სიმართლე, სად და ვისთან ერთად ხედავენ უკეთეს მომავალს“, - აღნიშნა ლადო კახაძემ.
(NS)
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
Nvidia-მ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო მისი აღმასრულებელი დირექტორის ჩინეთის დაზვერვასთან სავარაუდო კავშირებთან დაკავშირებით
მეუფე იობი -კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობაა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)