|
2019-05-23 19:08:05, 1356 ნახვა
კომენტარი
მაჭავარიანი 26 მაისის ღონისძიებებზე - პირდაპირი შესყიდვაც ისეთივე კანონიერი გზაა, როგორიც ტენდერი
„პირდაპირი შესყიდვაც და ტენდერიც არის კანონიერი, გამჭვირვალე და სწორი გზა“, - ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ჟურალისტების კითხვას, რატომ მოხდა პირდაპირი შესყიდვა 26 მაისს დაგეგმილი ღონისძიებებისთვის და რატომ არ გამოცხადდა ტენდერი. როგორც მინისტრმა აღნიშნა, 26 მაისი მნიშვნელოვანი თარიღია და შესყიდვის წესზე საუბარი არარელევანტურია. “მე მგონი, არასწორი წარმოდგენა გვაქვს იმაზე, თუ რა არის პირდაპირი შესყიდვა. პირდაპირი შესყიდვა არ ნიშნავს იმას, რომ მიდიან და ერთ ადამიანთან აკეთებენ მოლაპარაკებას. მას წინ უძღვის ფასების კვლევა. ეს ერთ-ერთი დაშვებული და კანონიერი გზაა. ზოგ შემთხვევაში ამ გზით წასვლა ხდება, როდესაც ფასების კვოტირებას აკეთებენ და შედარებით სწრაფად მიიღება გადაწყვეტილება. ზოგ შემთხვევაში კი ხდება ტენდერის გზით წასვლა. ორივე არის კანონიერი, გამჭვირვალე და სწორი გზა. ზოგჯერ ასე ხდება, ზოგჯერ – ისე. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია თვითონ თარიღი და ის, თუ რაზე იხარჯება ეს ფული. ესაა 26 მაისი. თითოეული უწყება ცდილობს, ამ პერიოდში რაღაც გამორჩეული გააკეთოს და ნამდვილი სახალხო ზეიმი მოაწყოს, რაც არის სწორი სიგნალი. კიდევ ერთხელ უნდა დაფიქსირდეს, რამდენად მნიშვნელოვანი თარიღია. შესაბამისად, შესყიდვის წესზე საუბარი საერთოდ არარელევანტურია“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)