10:16 - 11 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-23 15:28:09, 1200 ნახვა

პოლიტიკა
„ეს იქნება ალტერნატიული ძალა, რომელიც შეცვლის ხელისუფლებას“ - ეკა ბესელია საკუთარ პარტიას აფუძნებს

"ქართული ოცნების" ყოფილი წევრი, პარლამენტის დამოუკიდბეელი დეპუტატი ეკა ბესელია ახალ პოლიტიკურ პარტიას ქმნის.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, მის პარტიაში მმართველი გუნდიდად წასული ბევრი წევრი იქნება. 

"ნებისმიერ ფორმას, რომელიც არის ინსტრუმენტი, ამ მიზნის მისაღწევად, ბუნებრივია ამას განვიხილავ და შესაბამისად პოლიტიკური პარტიაც, რომელიც აუცილებელი ინსტრუმენტია იმისთვის, რომ ქვეყანაში არჩევნების გზით მოხდეს ცვლილებები, ეს არის რეალისტური. საკმაოდ ბევრი ადამიანი აღმოჩნდა, ვინც არასოდეს ყოფილა პოლიტიკაში, მაგრამ თავის პროფესიაში არის წარმატებული და საინტერესო, ასეთი პროფესიული წარმომადგენლობა მე მგონი იქნება ძალიან საინტერესო ერთობის საფუძველი, რაც შეეხება საზოგადოებრივ მოძრაობას „დაიცავი საქართველო“ ამ მოძრაობის პოლიტიკურ მოძრაობად გადაკეთებას არ აპირებენ. არავითარი მესამე ძალა, ეს იქნება ალტერნატიული ძალა, რომელიც შეცვლის ხელისუფლებას", - აღნიშნა ბესელიამ "რუსთავი 2"-ის ეთერში. 

კითხვაზე - გამოჩნდებიან თუ არა მისი პარტიის რიგებში ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, გიორგი ქობულია, ბესელია ამბობს, რომ არაფერია გამორიცხული.

"არავის არ გამოვრციხავ. დაველაპარაკებით ყველა ადამიანს, ვისთვისაც ეს იდეა და მიზანი იქნება ღირებული და ვისიც იმედი შეიძლება გვქონდეს", - აღნიშნა ბესელიამ. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
Nvidia-მ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო მისი აღმასრულებელი დირექტორის ჩინეთის დაზვერვასთან სავარაუდო კავშირებთან დაკავშირებით
მეუფე იობი -კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics