|
2019-05-22 16:52:31, 1140 ნახვა
კომენტარი
მიხეილ სააკაშვილი: ყვარელში ახალგაზრდულ სკოლას გავხსნით, სადაც ოლიგარქთან ბრძოლას ვასწავლით
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყვარელში ახალგაზრდული სკოლის დაარსებას აანონსებს, სადაც ოლიგარქთან ბრძოლის სტრატეგიას ასწავლიან, - ამის შესახებ სააკშვიმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეო მიმართვაში განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოში დასაბრუნებლად საფუძველს ამზადებს. „ყვარელში ვაანონსებთ ახალგაზრდული სკოლის შექმნას ზაფხულში, აქ 500 ახალგაზრდას მივიწვევთ, ვესაუბრებით ბრძოლის თანამედროვე ტექნოლოგიებზე, საინფორმაციო მეთოდებზე, რეფორმირებაზე, ანტისაოკუპაციო პოლიტიკაზე, იმაზე, თუ როგორ ამოვათრიოთ საქართველო ჭაობიდან ივანიშვილის მოშორების შემდეგ და რა თქმა უნდა, ოლიგარქთან ბრძოლის ტაქტიკაზე, სტრატეგიაზე და ამას ერთად ჩამოვაყალიბებთ. თავს ნუ შეიწუხებთ იქ სუს-ის ხალხის ჩანერგვით, რადგან სიცრუის დეტექტორზე შევამოწმებთ თითოეულ კანდიდატს და ვერავინ გაგვიძვრება. აქ მოვიწვევთ უცხოელებს, კულტურის მოღვაწეებს და ა.შ. ეს იქნება ის სკოლა, რომელიც შეადგენს ბირთვს მომავალი ძალიან მკვეთრი ეტაპისთვის ჩვენი ოლიგარქის მოშორების შემდგომი ქმედებების მხრივ. ნებისმიერი ნიჭიერი ადამიანი, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, მიღებული იქნება. მე თვითონაც ჩავერთვები დისტანციურად, რადგან რა თქმა უნდა, მე ვამზადებ საფუძველს ჩემი დაჩქარებული დაბრუნებისთვის საქართველოში და ბრძოლაში ჩართვისთვის“, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)