|
2019-05-21 12:44:41, 1184 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - სააკაშვილის მესამე ადგილი პოლიტიკოსების რეიტინგში არის ზღაპარი
სააკაშვილის მესამე ადგილი პოლიტიკოსების რეიტინგში არის ზღაპარი, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას NDI-ის კვლევის შედეგებზე, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკოსების რეიტინგებში მესამე ადგილს იკავებს. როგორც კობახიძემ განაცხადა, გაერთიანებულმა ოპოზიციისთვის მომავალში შესაძლოა ზუგდიდში მიღებული სედეგები საოცნებო გახდეს. „რაც შეეხება პოლიტიკოსების რეიტინგებს, სააკაშვილის მესამე ადგილი არის უკვე ზღაპარი. ეს კარგად იხილეთ ამ არჩევნებში. პასუხი გაეცა მიხეილ სააკაშვილს მკაფიოდ. მისი მეუღლე იღებდა ზუგდიდში არჩევნებში მონაწილეობას, დაფიქსირდა მოსახლეობის განწყობა. 43% არ იყო ამ კუთხით გასაკვირი, თუმცა ვხედავთ, რომ უკვე რღვევის პირას არის ეს პარტია და მათთვის 43% შეიძლება გახდეს საოცნებო, რაც მიიღეს ზუგდიდში“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)