23:35 - 12 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-21 12:25:38, 1081 ნახვა

საზოგადოება
NDI – გამოკითხულთა 59% თავს დასაქმებულად არ თვლის

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა თავს დასაქმებულად არ თვლის.

კერძოდ, კითხვას - „თვლით თუ არა თავს დასაქმებულად? (იგულისმხება ნახევარი ან სრული განაკვეთის თანამშრომელი, ოფიციალური ან არაოფიციალური თანამშრომელი, თვითდასაქმებული, მთავარია საქმიანობას მოჰქონდეს შემოსავალი)“ – 59%-მა უარყოფითად უპასუხა, 41%-მა დადებითად.

59%-დან, ვინც თავს დასაქმებულად არ თვლის, 35% აცხადებს, რომ სამსახურს ეძებს; 25% ამბობს, რომ პენსიონერია და არ არის დაინტერესებული სამსახურის პოვნით; 16%-მა აღნიშნა, რომ დიასახლისია.

ცნობისთვის, ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC-საქართველომ მედიის წარმომადგენლებს 2019 წლის აპრილში ჩატარებული კვლევის შედეგები წარუდგინა. საველე სამუშაოები 28 მარტი -15 აპრილის პერიოდში ჩატარდა. სულ გამოიკითხა 2 927 ადამიანი. ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2.3%-ია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს 2 სპეცრაზმელს დემონსტრანტ მაისაშვილზე ძალადობის საქმეზე
აბუ დაბის პოლიციამ მერაბ დვალიშვილი და მოჭიდავე საბა ლაზაშვილიც დააკავა, რომებიც ჩასაფრების მსხვერპლები გახდნენ
აბუ-დაბის პოლიციამ მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის საქმეზე 10 ადამიანი დააკავა.
ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმის საქმეზე სპეცრაზმელს 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics