|
2026-11-12 20:05:07, 268 ნახვა
სამართალი
ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმის საქმეზე სპეცრაზმელს 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
„ფორმულას“ ყოფილ ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციებისას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას თავდასხმის საქმეზე სპეცრაზმელს, გურამ (გოგა) კირკიტაძეს 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ამასთან, მას სამი წლით შეუზღუდეს საქმიანობის უფლება. განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა, რაც 2026 წლის 12 ნოემბერს საქმის პროკურორმა ლაშა გამყრელიძემ აცნობა დაზარალებულად ცნობილ ჟურნალისტს. როგავას ცნობით, მანამდე პროკურატურას ჟურნალისტთან არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია. გურამ როგავას თქმით, მისი მოლოდინი იყო, რომ განაჩენის გამოცხადებამდე, საქმის არსებითი განხილვისას დაზარალებულის სტატუსით უნდა გამოკითხულიყო, თუმცა, ის არ გამოუკითხავთ. ჟურნალისტი გურამ როგავა საქმეში არსებულ მასალებს უნდობლობას უცხადებს და ამბობს, რომ მტკიცებულებები „ცარიელი ფურცლებია“. ჟურნალისტი საქმის დახურულ რეჟიმში განხილვას სწორედ ამით ხსნის და ამბობს, რომ პროკურატურამ საზოგადოებას დაუმალა სიმართლე: „რეალური თავდამსხმელი ისევ თავისუფალია და სხვა გახმაურებულ საქმეებში მონაწილეობის გამო, რეჟიმისგან ხელშეუხებლობის გარანტიით სარგებლობს“, - მიიჩნევს ჟურნალისტი. 2026 წლის 7 მაისს პროკურატურამ განაცხადა, რომ 2024 წლის პროდასავლური აქციების დროს სამ ადამიანზე ძალადობის ბრალდებით ხუთ ადამიანს უყენებდნენ ბრალს. ერთ-ერთი ეს საქმე სწორედ გურამ როგავაზე თავდასხმა იყო. საქმე სასამართლოში დახურულ რეჟიმში განიხილებოდა.
ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმის საქმეზე სპეცრაზმელს 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
საქართველოს ბანკისა და UN Women-ის ინიციატივით, ხელოვნური ინტელექტის ეპოქის შესაძლებლობებზე პანელური დისკუსია გაიმართა
საქართველოს ბანკისა და LEAF-ის საერთაშორისო განათლების რეგიონული ტური დაიწყო
პროკურატურამ ვაკეში ჩხუბის მონაწილეებს ბრალი წაუყენა, მათ 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)