|
2019-05-20 11:35:23, 935 ნახვა
საზოგადოება
NDI: გამოკითხულთა 74% ნატო-ში, ხოლო 77% ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 77 პროცენტისთვის ევროკავშირში გაწევრიანება მისაღებია, რომელთგანაც 55 პროცენტისთვის ეს სრულად არის მისაღები. თუმცა, კვლევის თანახმად, ეს მაჩვენებელი 2018 წლის დეკემბრის შემდეგ 6 %-ით შემცირდა. კითხვაზე, ხვალ რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე რეფერენდუმი ტარდებოდეს, მოსახლობის 68 პროცენტი ხმას მისცემდა გაწევრიანებას, ხოლო 14 პროცენტი წინააღმდეგი იქნებოდა. ევროკავშირში ინტეგრაციას თბილისში გამოკითხულების 77 %-იანი მხარდაჭერა აქვს, სხვა დიდ ქალაქებში 78 %-იანი, პატარა ქალაქებში - 80 % უჭერს მხარს, სოფლებში - 82 %, ეთნიკურად სომხურ დასახლებებში - 68 %, ეთნიკურად აზერბაიჯანულ დასახლებებში - 54 %. რაც შეეხება მონაცემებს ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს 18-დან 34 წლამდე რესპონდენტების 80 %, 35-დან 54 წლამდე გამოკითხულების 79 %, 55 წელზე მეტი ასაკის მქონე რესპონდენტების 73 %. ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება მისაღებია გამოკითხული მამაკაცების 76 %-ის და გამოკითხული ქალების 78 %-სთვის. გარდა ამისა, კვლევის მიხედვით, ნატო-ში გაწევრიანებას მოსახლეობის 74 პროცენტი უჭერს მხარს. მოქალაქეების 55 პროცენტისთვის ეს სრულად არის მისაღები. აღნიშნული კვლევა, 2019 წლის 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,927 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევა ასევე წარმომადგენლობითია აზერბაიჯანული და სომხური დასახლებებისთვის. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.3 პროცენტი.
5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს 2 სპეცრაზმელს დემონსტრანტ მაისაშვილზე ძალადობის საქმეზე
აბუ დაბის პოლიციამ მერაბ დვალიშვილი და მოჭიდავე საბა ლაზაშვილიც დააკავა, რომებიც ჩასაფრების მსხვერპლები გახდნენ
აბუ-დაბის პოლიციამ მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის საქმეზე 10 ადამიანი დააკავა.
ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმის საქმეზე სპეცრაზმელს 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)