|
2019-05-19 23:32:50, 1130 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: მადლობა ჩვენს ამომრჩევლებს გამოცხადებული ნდობისთვის - გილოცავთ არჩევნების მაღალი სტანდარტით ჩატარებას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მხარდამჭერებს აქტივობისთვის მადლობას უხდის. პრემიერმა მოსახლეობას "ძალიან მაღალი სტანდარტით არჩევნების ჩატარება" მიულოცა. "მინდა, ყველას მოგილოცოთ არჩევნების ძალიან მაღალი სტანდარტით, დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში ჩატარება. ეს არის ჩვენი გუნდის უდიდესი მიღწევა, პოლიტიკური მონაპოვარი, რომელსაც განსაკუთრებით ვუფრთხილდებით. დღეს, ქართულმა საზოგადოებამ, ისევე, როგორც საერთაშორისო საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა საქართველოში თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარებული არჩევნები. მინდა, მადლობა გადავუხადო ამომრჩეველს, რომელმაც კიდევ ერთხელ დააფიქსირა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა. მადლობას ვუხდი ჩვენს ამომრჩეველს გამოცხადებული ნდობისთვის. კარგად მესმის, რომ გვაქვს ძალიან ბევრი პრობლემა, რომელიც ერთობლივი ძალისხმევით უნდა გადავლახოთ. დიდ მადლობას ვუხდი ყველას ნდობისთვის და მინდა კიდევ ერთხელ დავარწმუნო ყველა, რომ ყველა ის პროექტი თუ იდეა, რომელიც ჩვენს საზოგადოებასთან შეთანხმდა, უმოკლეს ვადაში აუცილებლად იქნება რეალიზებული", - აღნიშნა პრემიერმა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)