|
2019-05-19 23:24:16, 1193 ნახვა
კომენტარი
მიქელაძე: სასულიერო პირები საარჩევნო უბანზე გაჩერდნენ 3-5 წუთი, ამაზე საარჩევნო ადმინისტრაცია იმსჯელებს
„სასულიერო პირები საარჩევნო უბანზე გაჩერდნენ 3-5 წუთი, თუ ამაზე არსებობს შესაბამისი საჩივრები, საარჩევნო ადმინისტრაცია იმსჯელებს“, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა. როგორც მიქელაძემ განმარტა, კანონმდებლობა არაუფლებამოსილი პირის საარჩევნო უბანზე ყოფნას არ ითვალისწინებს. „ზუგდიდის რამდენიმე საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა სამღვდელო პირების მისვლის ფაქტი. მათი სურვილი იყო, რომ ეკურთხებინათ უბანი და კომისიის წევრები. მე-3 საარჩევნო უბანზე მისვლისას, ისინი არ შეუშვეს უბანზე, თუმცა მე-5 და 81-ე საარჩევნო უბნებზე სამღვდელოების წარმომადგენლები უბანზე იმყოფებოდნენ. მათ აკურთხეს საარჩევნო უბანი და კომისიის წევრები. ამასთან დაკავშირებით, საარჩევნო ადმინისტრაცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კანონმდებლობა არ ითვალისწინებს არაუფლებამოსილი პირის საარჩევნო უბანზე ყოფნას, რა მიზეზითაც არ უნდა იყოს ის. თუმცა დამატებითი ინფორმაციით შეიძლება ითქვას, რომ ისინი უბანზე გაჩერდნენ მხოლოდ 3-5 წუთის განმავლობაში. თუკი ამაზე არსებობს შესაბამისი საჩივრები, ყველა მათგანზე იმსჯელებს საარჩევნო ადმინისტრაცია და ექნება შესაბამისი კანონისმიერი რეაგირება“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)