|
2019-05-19 20:50:25, 1149 ნახვა
პოლიტიკა
შალვა შავგულიძე არ გამორიცხავს, მთაწმინდის ოლქში მეორე ტური გაიმართოს
"ევროპული საქართველოს" მთაწმინდის მაჟორიტარი კანდიდატი შალვა შავგულიძე არ გამორიცხავს, რომ მთაწმინდის ოლქში მეორე ტური გაიმართოს. შავგულიძემ ამომრჩევლებს არჩევნებში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. „არ არის ისეთი მაღალი აქტივობა დაფიქსირებული მთაწმინდის ოლქის მაგალითზე ვამბობ, არ არის გამორიცხული, რომ იყოს მეორე ტური. დავფიქრდეთ, რამ გამოიწვია ის, რომ არ არის მაღალი აქტივობა, ახსნა იმაში მდგომარეობს, რომ ხელისუფლების ასეთ დამოკიდებულებას არჩევნების მიმართ, ხელისუფლებამ გამოიყენა ყველა დაუშვებელი მეთოდი წარმატების მისაღწევად არჩევნებში, მოსყიდვა, დაშინება, შავი პიარკამპანია, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ამომრჩეველს პროტესტი გაუჩნდა ამის მიმართ. ეს გამოიხატა პასიური პროტესტის სახით და ისეთ მაღალი აქტივობა არ იყო ამომრჩევლის მთაწმინდის ოლქში, როგორიც იქნებოდა სასურველი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გვაქვს კარგი პოზიციები,. არ მინდა მოვლენებს გავუსწრო და პროგნოზები ვთქვა, ახლა იწყება ხმის დათვლის ეტაპი", - განაცხადა შალვა შავგულიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)