|
2019-05-19 17:28:01, 1349 ნახვა
კომენტარი
კახა კალაძე სააკაშვილის განცხადებაზე: ქვეყანაში ქაოსის შემოტანას ვერავინ გაბედავს
"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება. მისი თქმით, თუ ქმედებები კანონის ფარგლებს გასცდება, სახელმწიფო უწყებებს შესაბამისი რეაგირება ექნებათ. "ქვეყანაში არეულობა ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება იყოს ადამიანები, ვისაც განსხვავებული პოლიტიკური ხედვები გქონდეთ ამა თუ იმ საკითხზე, დაპირისპირება კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს თუ რა მოუტანა ჩვენს ქვეყანას დაპირისპირებამ, სისხლისღვრამ, სამოქალაქო ომებმა და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი წარსულს ჩავაბარეთ და ვერავინ გაბედავს იმას, რომ ქვეყანაში ასეთი ქაოსი შემოიტანოს. თუ ვინმე კანონს გადაცდება, არა აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ყოფილი პრეზიდენტი, მისი თანაგუნდელები სახელმწიფო, მთავრობა, რა თქმა უნდა, განახორციელებს და გააკეთებს რეაგირებას კანონის შესაბამისად. პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ვისმენთ ასეთ განცხადებებს: იყო საპრეზიდენტო არჩევნების წინ ეს განცხადებები და მოსდევდა მთლიანად კამპანიას, მუქარები, გადატრიალების მცდელობები ქვეყანაში, დაპირისპირება, ქაოსის შემოტანა, ეს იყო 2016 წელს, 2017 წელს, ყველა არჩევნების დროს. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ქვეყანაში არჩევნები ჩატარდება მშვიდობიანად, გამჭვირვალედ, ისე რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ექნება ყველანაირი შესაძლებლობა იმისი, რომ მშვიდობიან გარემოში მიიღოს გადაწყვეტილება, თუ ვის ჩააბარებს ჩვენი ქვეყნის ბედს სამომავლოთაც", - განაცხადა კახა კალაძემ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)