|
2019-05-19 16:49:44, 1424 ნახვა
კომენტარი
ვაშაძე: დამაჯერებლად ვიმარჯვებთ - „ოცნებას“ სიგარეტში ჩაკუჭული ფულით მოჰყავს ხალხი არჩევნებზე
„ჩვენ დამაჯერებლად ვიმარჯვებთ ამ არჩევნებში და ამის დასტურია პანიკაში მყოფი „ოცნება“, მისი პოლიტიკური პოლიცია სუს-ი, პროვოკატორები, ზონდერები“, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ოპოზიცია მაქდიმალურად აკონტროლებს საარჩევნო უბნებს. „4 საათია ზუგდიდში და 4 ნაბიჯი რჩება საბოლოო გამარჯვებამდე. აი ძალიან დიდი მადლობა ზუგდიდელებს, ისინი აქტიურად გამოხატავენ საკუთარ არჩევანს საარჩევნო უბნებზე და აქტიურად უჭერენ მხარს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, ქალბატონ სანდრა რულოვსს. მთელი ქალაქი შემოვიარეთ დღეს და ხალხის განწყობა არის ერთი, რომ ჩვენ დამაჯერებლად ვიმარჯვებთ ამ არჩევნებში და ამის დასტურია პანიკაში მყოფი „ოცნება“, მისი პოლიტიკური პოლიცია სუს-ი, პროვოკატორები, ზონდერები. სიგარეტის კოლოფში ჩაკუჭული ფული, რომელსაც ისინი მოყვანილ ხალხს უხდიან. სრულიად ნირწამხდარი და დემორალიზებული არიან. ამის კიდევ ერთი დასტურია, რომ ე.წ. „ქართული ოცნების“ და ე.წ. ხელისუფლების მთავარი გამყალბებელი შს მინისტრი სასწრაფოდ ჩამოქანდა სამეგრელოში. უზარმაზარი მადლობა ჩვენს დამკვირვებლებს, მხარდამჭერებს, ხალხს, რომლებმაც დღეს აღკვეთეს გაყალბების უამრავი მცდელობა მათ შორის, „კარუსელის“, მოსყიდვის ფაქტები“, - აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)