|
2019-05-19 14:08:02, 1360 ნახვა
კომენტარი
მიხეილ სააკაშვილი: არავის არაფერი დაუთმოთ - ვაპირებთ ბოლომდე შევუსრულოთ ივანიშვილს [ვიდეო]
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკუთარ მომხრეებს „შეტევაზე გადასვლისკენ“ მოუწოდებს. როგორც სააკაშვილმა Facebook-ზე გავრცელებულ საკუთარ მიმართვაში აღნიშნა, ოპოზიცია არ მისცემს ხელისუფლებას არჩევნების გაყალბების შესაძლებლობას. "ახლა გამოდიან "ქართული ოცნების" წარმომადგენლები და ამბობენ, რომ ზუგდიდში "ნაციონალური მოძრაობის" ბევრი წარმომადგენელი არისო ჩამოსული. მათ უნდათ არეულობა. ნუ დაკომპლექსდებით, ეს არარაობები, ეს ბიძინა ივანიშვილის შნირები, ცდილობენ დაგაკომპლექსონ, რომ არ გადახვიდეთ შეტევაზე, გული გისკდებოდეთ. ეგენი არიან დამთავრებულები. ჩვენ უნდა ვიყოთ მხოლოდ და მხოლოდ შეტევაზე. ყოველჯერზე გმართმევენ არჩევნებს, ყოველჯერზე აყალბებენ და ივანიშვილი ვირეშმაკობას მიმართავს. სიგარეტის კოლოფებში არიგებენ ფულს, მაგრამ მაინც აქვთ ცუდად საქმე "ქოცებს". იქ ვიღაცებს ჩანაწერები გამოუგდეს და ამბობენ, რომ იმას აპირებენ, ამას აპირებენ...დიახ ვაპირებთ, ვაპირებთ ბოლომდე შევუსრულოთ ივანიშვილს. ამას ყოველგვარი ჩანაწერების გარეშე გეუბნებით, გადმოვლენ ცემა-ტყეპაზე? - ისეთ პასუხს მიიღებენ, რომ ძალიან არ მოეწონებათ. ნუ ჩაყვებით ივანიშვილს საფლავში. არავის არაფერი დაუთმოოთ. თუ ხელი წაუსცდათ რამეზე, ამას ისეთი გაგრძელება მოჰყვება, როგორიც ნოემბერში არ იყო. მეტი საქმე არ მაქვს ექვსი თვე ველოდო ვინმეს, დასკვნებს გააკეთებს ქართველი ხალხი და მათთან ერთად ვიმოქმედებ მეც", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)