|
2019-05-17 16:05:49, 1358 ნახვა
კომენტარი
მშვენიერაძე - სამარცხვინოა, რომ ამ ბოღმის ნთხევას, სადაც ყველა მტერს ეძებს, რათა სცემოს და დაამციროს, ოჯახის სიწმინდის დღე დაერქვა
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ დამფუძნებელი გიორგი მშვენიერაძე ჰომოფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით Facebook-ის საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს. მშვენიერაძე ლგბტიქ ადამიანებს მხარდაჭერას უცხადებს და აღნიშნავს, რომ „დღეს 17 მაისია, ჰომოფობიის, ანუ ლგბტიქ ადამიანების მიმართ სიძულვილის, მიუღებლობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე. ჩემი სოლიდარობა და მხარდაჭერა საკუთარი უფლებებისთვის და თანასწორობისთვის მებრძოლ ადამიანებს, ადამიანებს, რომლებსაც ჯერ კიდევ უარყოფენ საკუთარი ოჯახები, საზოგადოება. ყველაზე მეტად იმ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ თავში თრგუნავენ საკუთარ იდენტობას და სევდიანად უყურებენ მათ დებს, ძმებს, დედებსა და მამებს, როგორ ემზადებიან ყოველი წლის 17 მაისის დილას, ლგბტიქ ადამიანების დასამცირებლად, შეურაცხყოფისთვის, სიძულვილისთვის, ქუჩაში ტრანსფარანტებით და ჭინჭრებით სარბენად. კიდევ უფრო სამარცხვინოა, რომ ამ ბოღმის ნთხევას, სადაც არავინ იღიმის, სადაც არავის არაფერი უხარია, სადაც ყველა მტერს ეძებს, რათა სცემოს, აგინოს, მოერიოს, დაამციროს, დღესასწაული - ოჯახის სიწმინდის დღე დაერქვა სახელად“, - წერს გიორგი მშვენიერაძე.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)