|
2019-05-13 15:05:57, 1636 ნახვა
კომენტარი
ბატიაშვილი: უფროსის, წამყვანის ან მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლები გაზრდილ და მზარდ ანაზღაურებას მიიღებენ
განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, მაღალკვალიფიციურ პედაგოგებს, რესურსცენტრების, სკოლის დირექტორებსა და ადმინისტრაციას ანაზღაურება გაეზრდებათ. ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა. „2019 წლის სექტემბრიდან უფროსის, წამყვანის ან მენტორის სტატუსის მქონე ყველა მასწავლებელი გაზრდილ და მზარდ ანაზღაურებას მიიღებს. მათ ხელფასი 150 ლარით და მეტით გაეზრდება. ხელფასის ზრდა ყოველწლიურად გაგრძელდება და 2022 წლისთვის პედაგოგის საშუალო ანაზღაურება 1500 ლარს და მეტს გაუტოლდება“, - აღნიშნა ბატიაშვილმა. მისივე თქმით, ზოგადი განათლების მიმართულებით ცვლილებების შემდეგ ეტაპს სამინისტრო სკოლებში სწავლების ხარისხის გაზრდის მიზნით ახორციელებს. რეფორმის მიზანს კი სკოლებში ისეთი საგანმანათლებლო გარემოს ჩამოყალიბება წარმოადგენს, რომელიც მოსწავლეებს XXI საუკუნის გამოწვევების მისაღებად საჭირო ცოდნასა და უნარებს შესძენს. მიხეილ ბატიაშვილის თქმითვე, სწორედ ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია მაღალკვალიფიციური, მოტივირებული, თანამედროვე ცოდნით აღჭურვილი, ძლიერი მასწავლებლები, რომელთაც ღირსეული ანაზღაურება ექნებათ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)