|
2019-05-13 11:13:16, 1188 ნახვა
საზოგადოება
MAN-ის მარკის ახალი, 10-მეტრიანი ავტობუსები N85 და N95 მარშრუტებზე გავიდნენ
MAN-ის მარკის ახალი, 10-მეტრიანი მუნიციპალური ავტობუსები N85 და N95 მარშრუტების მგზავრებს დღეიდან მოემსახურებიან. მწვანე ფერის 50 ავტობუსი ხუთ მარშრუტზე, მათ შორის, მუხიანის დასახლების, ვარკეთილისა და ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის მიმართულებით გადანაწილდა. დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელ მამუკა მუმლაძესთან და სხვა პირებთან ერთად, N95 სამარშრუტო ხაზზე მოძრავი ახალი ავტობუსით იმგზავრა, მოქალაქეებს გაესაუბრა და მათგან ქალაქში გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. „90 ერთეული ავტობუსიდან, რომელიც შევისყიდეთ, 50 უკვე ქალაქშია და დღეიდან, თბილისის მოსახლეობას მოემსახურება. დარჩენილი 40, ათმეტრიანი ავტობუსი ერთ თვეში ჩამოვა. რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოვაწესრიგოთ. გარდა ამისა, 220 ერთეული, ISUZU-ს მარკის რვამეტრიანი ავტობუსები წლის ბოლომდე უნდა შემოვიდეს. ისინიც ევრო 6 ტიპის, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებია. ასევე, უკვე ვიწყებთ მუშაობას დამატებით, 200 ახალი ავტობუსის შემოყვანაზე, რომელთაგანაც 100 - გაზზე მომუშავე იქნება, ხოლო 100 - ელექტრო. ამ ყველაფრის შედეგად, არსებული ყვითელი ავტობუსების პარკის ჩანაცვლებას შეძლებთ, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ყვითელ ავტობუსებს ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვს. შესაბამისად, საჭიროა სიახლე, მეტი კომფორტი, რათა მოქალაქეებმა გადაადგილება უპრობლემოდ შეძლონ“, - განაცხადა კახა კალაძემ. მუხიანის დასახლებიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრავ N95 მარშრუტზე რვა ავტობუსი, ხოლო N85 მარშრუტზე, რომელიც ვაკე-საბურთალოს წრიულად ემსახურება, ოთხი ავტობუსი გადანაწილდა. 23 მაისიდან ახალი ავტობუსებით ჩანაცვლდება N50, N55 და N71 მარშრუტებზე მოძრავი, მოძველებული ტრანსპორტიც. N50-ზე - რვა ერთეული, N55-ზე - ათი ერთეული და N71-ზე - ცხრა ერთეული ავტობუსი იმოძრავებს. სამივე მარშრუტი დედაქალაქის გარეუბნებს ბარათაშვილის ქუჩასთან აკავშირებს: N50 ვაზისუბნიდან, N55 - წმ. ბარბარეს უბნიდან, ხოლო N71 - ვარკეთილიდან მოძრაობს.
(NS)
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)