2019-05-11 16:58:50, 2032 ნახვა
სამართალი
სასტუმრო „მამიდას“ მფლობელმა როენა ხუცურაულმა საპატიმრო დატოვა
პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით დაკავებულმა როენა ხუცურაულმა, იგივე „მამიდამ“, რუსთავის პენიტენციური დაწესებულება დატოვა.
ხუცურაული მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც სასამართლოს მიერ დაკისრებული 30 000 ლარი ოდენობის გირაო გადაიხადა.
ცნობისთვის, სამართალდამცველებმა სასტუმრო „მამიდას“ მფლობელი როენა ხუცურაული - მეტსახელად „მამიდა“, ამავე სასტუმროს მოიჯარე, ზ. ქ. - მეტსახელად „სალომე“ და სასტუმრო „გოლდის“ მფლობელი, ნ. დ. 8 მაისს დააკავეს. გამოძიება პროსტიტუციის ხელშეწყობის და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სასტუმროს ნომრების პროსტიტუციისთვის გადაცემის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ასევე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,