|
2019-05-11 10:37:12, 1193 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის ბიზნესთან განხილვებს იწყებს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ ბიზნეს ასოციაციების და საქართველოში მოქმედ მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი და მისგან გამომდინარე საკანონდებლო ცვლილებათა პაკეტი გააცნეს. შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა კერძო სექტორის წარმომადგენლებს დაგეგმილი საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი და მისგან გამომდინარე საკანონდებლო ცვლილებათა პაკეტის მიზანია გარემოზე ზიანის მიყენების საკითხების სამართლებრივი რეგულირება, „დამბინძურებელი იხდის“ პრინციპის შესაბამისად. ეს კანონი დაარეგულირებს გარემოზე ზიანის მიყენების პრევენციასთან, გარემოზე მიყენებული ზიანის შერბილებასთან, აღმოფხვრასთან და დაზიანებული გარემოს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს. „მოქმედი რეგულაციისგან განსხვავებით, შემოგვაქვს სრულიად ახალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის მექანიზმი, რომლის შესაბამისადაც, თუკი საქმიანობის შედეგად, გარემოზე ზიანის მიმყენებელი პირის უკანონო ქმედებით, გარემოს მიადგება მნიშვნელოვანი ზიანი, პირი ვალდებული იქნება ეს ზიანი აანაზღაუროს არა თანხობრივად, არამედ შეასრულოს დამდგარი ზიანის სარემედიაციო ღონისძიებები. კანონპროექტის მოქმედება და სარემედიაციო ღონისძიებების განხორციელების ვალდებულება გავრცელდება გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის შემთხვევებზე, ხოლო არამნიშვნელოვანი ზიანის შემთხვევაში გარემოზე მიყენებული ზიანის ოდენობის განსაზღვრა მოხდება საქართველოს მთავრობის ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად და იქნება მონეტარული. აღნიშნული თანხები კი აკუმულირდება გარემოსდაცვითი ზიანის ფონდში. გარემოსდაცვითი ზიანის ფონდის შექმნის მიზანი იქნება გარემოზე მიყენებული ზიანის პრევენცია, გარემოს მდგომარეობის აღდგენა დაისტორიულად დაზიანებული გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესება. მსგავსი ტიპის გარემოსდაცვითი ფონდები არსებობს პოლონეთში, კანადაში, სლოვენიაში და სხვა ევროპულ ქვეყნებში და მათ მიზანსაც სწორედ დაზიანებული გარემოს აღსადგენად განსახორციელებელი ღონისძიებების დაფინანსება წარმოადგენს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ ახალი კანონი დამატებით რეგულაციებს უწესებს ისეთ ბიზნესებს, რომელთა საქმიანობაც რაღაც ფორმით დაკავშირებულია გარემოზე ზეგავლენასთან. ჩვენი აპარატი, ბიზნესი სრულად ვიზიარებთ მწვანე გარემოზე ზრუნვის პასუხისმგებლობას, თუმცა აუცილებელია რომ თითოეული ახალი წესის შესახებ ბიზნესმა წინასწარ იცოდეს და მომზადებული შეხვდეს ახალ რეგულაციას. მივესალმები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მზაობას გახსნას დიალოგი კერძო სექტორთან. ჩვენ გვაქვს წარმატებული თანამშრომლობის მაგალითები ამ უწყებასთან და ვფიქრობ ერთობლივად მოვახერხებთ, ვიმუშავებთ, რომ გარემოს დაცვით ახალ რეგულაციებს მსხვილი ბიზნესი ინფორმირებული და მომზადებული შეხვდეს“, - განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა.
(NS)
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)