16:19 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-27 14:30:21, 419 ნახვა

პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: მჯერა, რომ 21-ე საუკუნეში ტერორიზმს მომავალი არ ექნება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი  საფრანგეთსა და ქუვეითში განხორციელებულ ტერაქტებს გამოეხმაურა.

ხიდაშელი დარწმუნებულია, რომ კოალიცია, რომელიც ერთიანი ძალებით ებრძვის ტერორიზმს შეძლებს საერთაშორისო სტაბილურობის შენარჩუნებასა და ტერორიზმის საბოლოოდ დამარცხებას.

მინისტრის თქმით, ეს სამწუხარო ფაქტები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, თუ რამდენად მნიშვნელოვან ოპერაციებში მონაწილეობს საქართველო ნატო-ს წევრ და პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად.

„ეს იყო ძალიან მძიმე ორი დღე ყველასთვის. აშკარაა ტერორისტული ორგანიზაციების გააქტიურება იმ ერთიანობის ფონზე, როდესაც ნატო-ს წევრი და პარტნიორი სახელმწფოები, მათ შორის, საქართველო ერთობლიობაში ავლენენ.

დარწმუნებული ვარ, რომ ტერორიზმს მომავალი არ აქვს. მჯერა, კოალიცია მოახერხებს კაცობრიობის ამ ყველაზე დიდი სენის საბოლოოდ დამარცხებას. კიდევ ერთხელ დასტურდება იმ საერთაშორისო ოპერაციების მნიშვნელობა, რომელშიც საქართველო თავის პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად არის ჩართული. თავდაცვის მინისტერილაზე, საიდანც დღეს დილით დავბრუნდი, დიდი ყურადღება სწორედ ამ საკითხებს დაეთმო. მჯერა, რომ ტერორიზმს 21-ე საუკუნეში მომავალი არ ექნება“ - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

 თავდაცვის მინისტრი დღეს, ბათუმში აშშ-ს საზღვაო ძალების კუთვნილ ხომალდზე გამართულ მიღებას დაესწრება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics