17:04 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-05 16:46:19, 292 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი – ჰერჩინსკიმ ტონს დაუწიოს, აგდებული ტონი დატოვოს საელჩოში

პაველ ჰერჩინსკი ვერ მიხვდა ალბათ, ქართული კულტურა რას ნიშნავს, ამ ტონით სტუმარი მასპინძელს არ ელაპარაკება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ივანისვილის წარმომადგენელმა შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

„ჩვენ სად ვართ, ამერიკა ვართ, ჩინეთი ვართ თუ რა ვართ? ჩვენ ვართ ევროპა, რას ჰქვია ევროპული. ჩვენ ვიღებთ ევროპულ კანონებს, ჩვენ ვართ ევროპა. ბატონ ჰერჩინსკის თუ ჰგონია, ის არის რაღაც ევროპის რამე ქურუმი და აქ ჩვენ გვეუბნება, რა არის ევროპა, არ ვიცი ეს, თუ ვინმეს სჭირდება ევროპის ახსნა, აუხსნას თავის გარშემო ვინმე ადამიანებს. ჩვენ ვართ ევროპა, ჩვენ ვიღებთ ევროპულ კანონებს. თუ მის გემოვნებაში ან ბრიუსელის გემოვნებაში რაღაც არ არის, ეს სხვა საქმეა. კიდევ ერთხელ, არ მოსწონთ? გავიგეთ, ხომ შეაჩერეს, გავიგეთ და რატომ ბრაზობენ, ეს ვერ გამიგია. მინდა, ამ საკითხს მივუბრუნდე. გუშინ ჩვენ ვიხილეთ ბატონი ჰერჩინსკის ბრიფინგი და რაღაც რეკომენდაციებზე საუბრობდა. პირველი რეკომენდაცია, რაც მინდა, მე მას მივცე, რომ ტონს დაუწიოს. აგრესიით, აგრესიული, პრეტენზიული და დამრიგებლური ტონით საქართველოს ხელისუფლებას აქ აკრედიტებული დიპლომატი არ უნდა ელაპარაკებოდეს. ეს იქნებოდა ჩემი რეკომენდაცია და ტონს დაუწიოს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, პრესკონფერენციაზე პაველ ჰერჩინსკი იყო გაბრაზებული და პრეტენზიებით საუბარობდა.

„რა არის საერთოდ, ეს რა წესია, რომ სტუმარი მასპინძელს ამ ტონით ელაპარაკება? ვერ მიხვდა ალბათ, ქართული კულტურა რას ნიშნავს, ამ ტონით სტუმარი მასპინძელს არ ელაპარაკება, ეს ერთი; მეორე – ამ ტონის ნაწილი იყო, გუშინ რაც თქვა, გლობალურ ომის პარტიაზე და „დიფ სთეითზე“ უნდა გვქონდეს დიალოგიო, სერიოზულად გულისხმობთ ამასო? ხომ ნახეთ ეს გუშინ. აბა, რაზე უნდა გვქონდეს დიალოგი, მისმა ხელმძღვანელმა, მარტა კოსმა რომ თქვა, საქართველოში რუსეთმა გაიმარჯვაო? ამაზე უნდათ დიალოგი, რუსეთმა გაიმარჯვა თუ არა? ბნელ წარსულში ვბრუნდებით თუ არა? თუ იმაზე, 2022 თუ 2023 წელს რომ მივიდა იუსტიციის მინისტრთან ყალბი დემარშით და ეუბნებოდა, სააკაშვილი კვდებაო, ამაზე უნდათ დიალოგი, კვდებოდა თუ არ კვდებოდა? გავიდა ოთხი წელი და ადამიანს შვილი ეყოლა, პოლიტიკურ პროცესებს მართავს ლამის ციხიდან. ამაზე უნდა დიალოგი? ასე რომ, ვურჩევდი ბატონ ელჩს, აგდებული ტონი დატოვოს საელჩოში, ქართველ ხალხს და მის ხელისუფლებას ესაუბროს ისე, როგორც ეკადრება დიპლომატს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი – ჰერჩინსკიმ ტონს დაუწიოს, აგდებული ტონი დატოვოს საელჩოში
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
ვლადიმერ ჭინჭარაულის მიღწევები - საქართველოს ბანკის კამპანია „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ გრძელდება
რომელ პროფესიულ აკადემიებში შეგიძლია ისწავლო ხელოვნური ინტელექტი BOG-ის სტიპენდიით?
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics