|
2019-05-10 16:17:26, 1793 ნახვა
კომენტარი
გახარია პანკისზე: როგორც ჩანს არ იყო საკმარისი ანალიზი და სამწუხარო შედეგი მივიღეთ
შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, პანკისის ხეობაში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, სხვადასხვა უწყების მიერ, მათ შორის, შსს-ს მხრიდანაც საკმარისი ანალიზი არ იყო. გახარიას შეფასებით, პანკისის ხეობაში მომხდარი დაპირისპირება სამწუხარო ფაქტია. „როგორც ჩანს, სხვადასხვა უწყებების მიერ, მათ შორის შს სამინისტროს მხრიდანაც არ იყო საკმარისი ანალიზი და მივიღეთ ის შედეგი, რომელიც სამწუხაროა. რაც შეეხება ინვესტორის ინტერესებს, რა თქმა უნდა ჩვენი პირველი ნაბიჯები განპირობებული იყო ინვესტორის ინტერესების დაცვიდან არა, ინვესტორის თანამშრომლების დაცვიდან გამომდინარე და უსაფრთხოების მართლწესრიგის გარანტიიდან გამომდინარე. მიუხედავად იმისა, რომ მე ადრე წარმოვადგენდი ეკონომიკის სამინისტროს, მე წარმოვადგენ შს სამინსიტროს და რა კრიტერიუმით ან რა პირობებში უნდა აშენდეს ჰესი, არ არის ჩემი კომპეტენცია, შს სამინსიტროს უფლებამოსილება გახლავთ ის, რომ იქ, სადაც არსებობს სახელმწიფოს მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვა შს სამინისტრომ დაიცვას მართლწესრიგი და უსაფრთხოება ამ ხალხის. ეს არის ჩვენი ამოცანა, რასაც ვასრულებდით,თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ პასუხისმგებლობა ყველას თავის ნაწილში აქვს, ჩვენ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გვაქვს და როგორც ჩანს ჩვენს ნაწილში არასაკმარისი ანალიზი იყო გაკეთებული“, - განაცხადა მინისტრმა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)