|
2019-05-10 15:33:39, 1696 ნახვა
კომენტარი
მამუკა ბახტაძე: მოსახლეობის ინტერესებს დავიცავთ, მაგრამ ჰესები აშენდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებოთ, ჰესები აშენდება, თუმცა ეს მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით მოხდება. „საქართველოს თითოეულ მოქალაქეს კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ენერგეტიკის განვითარების გარეშე ეკონომიკის განვითარებას , სიღარიბის დაძლევას, იმ რაოდენობის სამუშაო ადგილების შექმნას, რაც ეროვნულ ეკონომიკაში ობიექტურად გვჭირდება, ვერ შევძლებთ. მე არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არსებობს 2 დარგი ეკონომიკაში, რომელიც უნდა უსწრებდეს მთლიანი ეკონომიკის განვითარებას, ესაა ტრანსპორტი და ენერგეტიკა, შესაბამისად, ჩვენ ამაზე განსაკუთრებული აქცენტი გვაქვს. პრემიერი პანკისის ხეობაში შექმნილ სიტუაციასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ეს ისტორიულად პრობლემატური რეგიონია და ამ პრობლემების გადაჭრა გეგმაზომიერად უნდა მოხდეს. „რაც შეეხება პანკისს, შესაბამისი უწყებები ამის ანალიზს აკეთებენ,და მე საზოგადოებას შევპირდი, რომ როდესაც იქნება ანალიზი, ბუნებრივია, ჩვენ გვექნება კომუნიკაცია საზოგადოებასთან. ამასთან დაკავშირებით მოგეხსენებათ, რომ ჩვენს მოქალაქეებთან პანკისის ხეობაში ინტენსიური დიალოგია, არსებობს რეგიონის განვითარების გეგმა, რომელშიც მონაწილეობა თვითონ რეგიონის მოსახელეობას აქვს მიღებული. ვფიქრობ, იქ ძალიან ბევრი საინტერესო ინიციატივაა. ზოგადად, როცა ჩვენ ვსაუბრობთ პანკისზე, ჩვენ რა თქმა უნდა, მხედველობაში უნდა მივიღოთ, რომ ამ ულამაზეს კუთხეში ისტორიულად დაგროვილი პრობლემების საკმაოდ დიდი რაოდენობა გვაქვს, ჩვენ ამას ობიექტურად უნდა შევხედოთ, ეს არის დღევანდელი რეალობა და ამ პრობლემებს სჭირდება გადაჭრა. რა თქმა უნდა, ამ პრობლემების გადაჭრა 1და2 დღეში არის წარმოუდგენელი, უნდა მოხდეს გეგმაზომიერად, მუხლჩაუხრელი შრომის შედეგად, ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციის შედეგად და პირადად მე, მაქვს რწმენა, რომ ის განვითარების გეგმა, რაც არის წარმოდგენილი, ძალიან კარგად პასუხობს მოსახლეობის იმ გამოწვევებს, რომელიც ობიექტურად დგას პანკისის ხეობაში“, განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)