2019-05-10 15:14:38, 1911 ნახვა
სამართალი
მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში მივიდა
პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე მივიდა.
როგორც მაჩალიკაშვილმა დაკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, მის წინააღმდეგ აგორებული კამპანიით ხელისუფლება და უშუალოდ სუს-ი ცდილობს, მისი შვილის მკვლელობის ფაქტი გადაფაროს.
მისივე თქმით, მას არანაირი დანაშაული არ აქვს ჩადენილი.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს ტერაქტის მომზადებას ედავება. ამასთან, უწყებამ აუდიო ჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელშიც სუს-ის მტკიცებით, პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმის შვილის, მორის მაჩალიკაშვილის საუბარია ასახული.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან