2019-05-09 11:00:35, 2032 ნახვა
სამართალი
ვაკის პარკთან კიდევ 2 პირი დააკავეს
ვაკის პარკთან, სადაც ორი აქცია მიმდინარეობს, კიდევ 2 პირი დააკავეს.
"ექსპრესნიუსის" კორესპონდენტის ცნობით, კონტრ-აქციის ერთ-ერთი მონაწილე "უკვდავთა პოლკის" მონაწილეების მისამართით უცენზურო ლექსიკას იყენებდა, რის გამოც პოლიციამ ის დააკავა.
"საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, 2 პირი - 1983 წელს დაბადებული და 1958 წელს დაბადებული მოქალაქეები დააკავეს, წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელის დაუმორჩილებლობის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით", - განუცხადეს "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან