|
2019-05-09 10:43:48, 1189 ნახვა
საზოგადოება
„ოკუპანტი ვერ ამარცხებს ფაშიზმს“ - ვაკის პარკთან „უკვდავი პოლკის“ საწინააღმდეგო 2 კონტრ-აქცია მიმდინარეობს
ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, "უკვდავი პოლკის" მსვლელობის საწინააღმდეგო 2 კონტრ-აქცია მიმდინარეობს. ერთ-ერთი აქციის ორგანიზატორი ალეკო ელისაშვილის „სამოქალაქო მოძრაობაა". აქცია ლოზუნგით "არ ვიზიარებთ გენოციდს!" მიმდინარეობს. როგორც აქციის მონაწილეები "ექსპრესნიუსთან" საუბრისას აცხადებენ, ისინი რუსულ ოკუპაციას ეწინააღმდეგებიან და მოითხოვენ "უკვდავი პოლკის" წევრებმა ვაკის პარკის ტერიტორია დატოვონ. ამასთან, დემონსტრანტები უცნობი ჯარისკაცის საფლავთან მისვლას აპირებენ. "ჩვენი შვილების ნორმალური მომავლისთვის ვიბრძვით, რათა ჩვენმა შვილებმა იცხოვრონ ნორმალურ საქართველოში. ვეწინააღმდეგებით რუსულ ოკუპაციას და მიგვაჩნია, რომ ჩვენს ქვეყანაში პრორუსული ძალები არ უნდა დაწინაურდნენ", - აღნიშნა დავით აბდუშელიშვილმა. კიდევ ერთ კონტრ-აქციას "რუსეთი ოკუპანტია" მართავს. აქციის ლოზუნგია "ოკუპანტი ვერ ამარცხებს ფაშიზმს". ჩვენთან საუბარში აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათთვის მიუღებელი პროსუსული ძალების მსვლელობა იმ ქვეყანაში, სადაც რუსეთი ოკუპანტია. "რუსეთი ოკუპანტია და აქ ჩვენს ქვეყანაში პრორუსული ძალები არ უნდა აწყობდნენ მსვლელობებს. ისინი პუტინის მხარდამჭერებს ითვლებიან და ვერ უნდა ბედავდნენ აქ დგომას. მე აქ ხელში მიჭირავს თანამედროვეობის უდიდესი გმირის, გიორგი ანწუხელიძის ფოტო. ეს არის დასტური იმისა, თუ როგორი სახე აქვს რუსეთს", - აღნიშნა სოფიო კუჭავამ. შეგახსენებთ, რომ მსვლელობის პარალელურად "უკვდავი პოლკის" წევრები ვაკის პარკის შესასვლელთან არიან შეკრებილები. მათგან ერთ-ერთი მონაწილე, საბჭოთა კავშირის სიმბოლიანი დროშის გამოყენებისთვის დააკავეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)