|
2019-05-09 10:50:32, 1654 ნახვა
კომენტარი
პრემიერი - გიორგი ქობულიას განცხადებებს მოვუსმინე და მინდა გითხრათ, რომ დიახ, იყო აცდენა ხედვებში, მიდგომებში
ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას განცხადებებს მოვუსმინე და მინდა გითხრათ, რომ დიახ, იყო აცდენა ხედვებსა და მიდგომებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტების კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, თანამდებობის დატოვება თავად ქობულიას სურვილიც იყო. „არაერთხელ მითქვამს და დღესაც ვიტყვი, გოგა ქობულია არის თავის საქმის პროფესიონალი. რაც შეეხება სხვადასხვა დარგობრივ განვითარებას, ამ დარგების სტრატეგიის განვითარების შემუშავებაში მან მართლაც შეძლო მნიშვნელოვანი სამუშაოს შესრულება. მე მასთან არაერთხელ მქონდა საუბარი. საბოლოო ჯამში, მისი პოზიციაც იყო, რომ გუნდში მუშაობას ვერ გააგრძელებდა და მე მივიღე ის გადაწყვეტილება, რაც ობიექტურად უნდა მიმეღო. ეს საკითხი არის დახურული. ჩვენ გვაქვს ამბიციური განვითარების გეგმა და მოსახლეობა ელოდება სწრაფ შედეგებს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ. შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გიორგი ქობულია ეკონომიკის მინისტრის პოსტიდან 18 აპრილს გადააყენა. მინისტრის პოსტზე ქობულიას უკვე ყოფილი მოადგილე, ნათია თურნავა დაინიშნა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)