|
2019-05-08 11:48:32, 1845 ნახვა
კომენტარი
კალაძე მაჩალიკაშვილის საქმეზე: სავარაუდო დანაშაულს შესაძლებელია ადგილი ჰქონოდა, თუმცა ამას მიყოლა სჭირდება
თბილისის მერი და "ქართული ოცნების" გენერალური დირექტორი კახა კალაძე სუს-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერს ეხმაურება, რომელშიც სავარაუდოდ მალხაზ მაჩალიკაშვილი ფიგურირებს. კალაძის შეფასებით, ის რაც საზოგადოებამ ტელეეკრანებზე ნახა შემაშფოთებელია. "მგონია, რომ ის, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ ტელეეკრანებიდან, ჩანაწერი, როგორც სუს-ი ამბობს, კანონის სრული დაცვით იქნა მოპოვებული, ძალიან შემაშფოთებელია, რადგან ტერორიზმი არ არის მარტო საქართველოს პრობლემა, ეს მთელ მსოფლიოს ემუქრება და თუ ეს სავარაუდო ფაქტი არსებობს და მართლაც მზადდებოდა თავდასხმა კონკრეტულ ადამიანზე და მის ოჯახზე, ეს არის წარმოუდგენლად შემაშფოთებელი. ვფიქრობ, ამას შემდეგი ნაბიჯებიც უნდა მოჰყვეს. ყოველ შემთხვევაში, საფუძველი მაინც არსებობს, რომ ვიფიქროთ, სავარაუდო დანაშაულს შესაძლებელია ჰქონოდა ადგილი, თუმცა ამას მიყოლა სჭირდება. ტერორიზმი, როგორც ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის ეს ნამდვილად არ უნდა დარჩეს ყურადღების მიღმა. ეს არის სამართლებრივი ნიუანსები, მოვისმინეთ, რომ ადგილი ჰქონდა პრევენციას ანუ ამ შემთხვევაში დანაშაულის აღკვეთას სუს-ის მიერ და პრინციპში პირველადი დანიშნულება სამართალდამცავი სტრუქტურების ეს არის, მოხდეს პრევენცია, მანამ სანამ ეს შედეგი დადგება და ღმერთმა დაგვიფაროს, ის შედეგი დადგეს, რაც მოვისმინეთ ჩანაწერში - პრევენცია ეს არის უმნიშვნელოვანესი. როცა აღკვეთა ხდება ეს არის უმნიშვნელოვანესი, ეს არის მისასალმებელი", - განაცხადა კახა კალაძემ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)