|
2019-05-08 11:02:51, 856 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკმა“ ბიზნესისთვის ახალი ინტერნეტბანკი შექმნა
„საქართველოს ბანკმა“ ბიზნესისთვის ახალი, კიდევ უფრო სწრაფი, მარტივი და თანამედროვე ინტერნეტბანკის შექმნის შესახებ განაცხადა. ახალი ბიზნეს ინტერნეტბანკი არის მარტივი ნავიგაციისა და დახვეწილი ვიზუალის მქონე, ყველა თანამედროვე მოწყობილობაზე გათვლილი ინტერნეტბანკი, რომლისთვისაც შეიქმნა ავტორიზაციის ახალი ერთიანი სისტემა. ამიერიდან, საქართველოს ბანკის მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, იდენტიფიკაცია გაიაროს ყველა ელექტრონულ არხში ერთი მომხმარებელის სახელით და პაროლით. ეს მნიშვნელოვნად ამარტივებს ბიზნესპროცესებს, რადგან თუკი ფიზიკური პირი არის რამოდენიმე კომპანიის წარმომადგენელი, ის ინტერნეტბანკიდანვე შეძლებს ნავიგაციის გაკეთებას სხვადასხვა კომპანიის ინტერნეტბანკში, მომხმარებელის სახელის და პაროლის დამატებითი მითითების გარეშე. პროცესის კიდევ უფრო მეტი კომფორტისთვის კომპანიის ხელმძღვანელს უკვე ინტერნეტბანკიდანვე აქვს შესაძლებლობა, საკუთარ თანამშრომელს გაუწეროს ინტერნეტბანკის იუზერი და მისცეს სხვადასხვა ტიპის უფლებები და აღარ არის საჭირო სერვისცენტრში ვიზიტი თუ მინდობილობის გაფორმება. ახალი ბიზნეს ინტერნეტბანკი მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია ყველა პროდუქტზე (ანგარიშებზე, ბარათებზე, დეპოზიტებზე, სესხებზე, გარანტიებზე) და მარტივად მართოს ისინი. ახალი ინტერენტბანკიდან ასევე შესაძლებელია ბიზნეს ბარათის შეკვეთა, ანგარიშისა თუ ანაბრის გახსნა. ამასთან, მომხმარებელს შეუძლია ინტერნეტბანკიდანვე მოითხოვოს სესხი და საბანკო გარანტია. გაიაქტიუროს ბარათის დაცვა და 3D უსაფრთხოების სერვისი. ასევე, დააკორექტიროს ბარათის ხარჯვის ლიმიტები. „ჩვენ ვფიქრობთ, რომ იყო თანამედროვე, ნიშნავს იყო მუდმივ განვითარების პროცესში, უსმინო მომხმარებლის ხმას და იმუშავო თითოეული დეტალის სრულყოფაზე. საქართველოს ბანკის განახლებული ინტერნეტბანკი ბიზნესისთვის სწორედ თანამედროვე ტრენდების, მომხმარებლის სურვილების, უამრავი პროფესიონალის შრომის და ფუნქციური სრულყოფილების წარმატებული ნიმუშია. მოხარული ვარ, რომ წარმოგიდგენთ ქართულ ბაზარზე თანამედროვე, სრულყოფილ და მარტივ ინტერნეტბანკს, იმისათვის, რომ ბიზნესს გავუმარტივოთ ბიზნესპროცესები, საქმის კეთება და ხელი შევუწყოთ მათ სამომავლო განვითარებაში“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ. საქართველოს ბანკის მომხმარებელს ოპერაციების მარტივად, სწრაფად და უსაფრთხო შესრულების მიზნით ასევე აქვს შესაძლებლობა, ისარგებლოს ბიზნესისთვის მობილბანკის აპლიკაციით mBusiness, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება App Store-ზე და Play Store-ზე. საქართველოს ბანკი აგრძელებს ინტერნეტბანკის განვითარებაზე მუშაობას და მომხმარებელს კიდევ ბევრ სიახლეს შევთავაზებთ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)