|
2019-05-07 17:31:42, 1974 ნახვა
სამართალი
სუს-ი სავარაუდოდ მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმის შვილის საუბრის ჩანაწერს აქვეყნებს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აუდიო ჩანაწერს აქვეყნებს, რომელშიც უწყების მტკიცებით, პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმის შვილის, მორის მაჩალიკაშვილის საუბარია ასახული. ჩანაწერის თანახმად, მაჩალიკაშვილი ძის შვილს სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის თვალთვალს ავალებს. გთავაზობთ საუბრის სტენოგრამას: „კრიმინალებიც და ჯოგიც მე დამსდევს. ნებისმიერ ადგილზე, იქ დანის დარტყმა ხდება, იქ იარაღის სროლა ხდება, იქ სხვა ხდება. იქ თუ რაღაც მოხდა, დაჭერა ხდება. სულ პირველად, ჩვენი მხარის ხალხი შენ გიკითხავს, ჰუსეინი სად არისო. თუ ასეთი რამე მოხდა, შენ სადმე იქნები წასული, შენ ხალხისგან გაიგებ მაგას. მაგ მომენტში პირველს შენ დაგირეკავენ, შენ მოგიწევს თქმა, მანდ არ ვარ, მე სხვაგან ვარო, ამიტომ ეს მისვლა-მოსვლა მოაშორე. არავინ აღარ მომიგზავნო, ჰუსეინი ჩვენთან ერთად იქ გამოუშვიო. არსად სიარული არ არის შენი საქმე. თუ სადმე წასვლა მოგიწევს, მე გეტყვი, ჰუსეინ, შენ დღეს იქ უნდა წახვიდე-მეთქი, იქ უნდა იარო, აქ უნდა იარო. ეგ აზრები "ვაფშე" თავიდან მოიშორე. შენ თავში რაც უნდა ჩაიდო, ეგ არის, რომ გოგაშვილზე უნდა იმუშავო და იმაზე იმუშავე, სად არის, რა არის, სად დადის, სად ცხოვრობს, მაგაზე იმუშავე. სადმე წასვლა თუ მოგიწევს, მითხარი ბიძა, მე აქ უნდა წავიდე და ფული მჭირდებათქო. ეგ არის შენი სამუშაო. სხვა დანარჩენი ყველაფერი თავიდან მოიშორე. არავის დარდი და არაფერი არ გქონდეს. ერთი კაცია, ვისზეც შენ უნდა იმუშავო. სად ცხოვრობს, სად დადის, საიდან მოდის. სოფელში უნდა წახვიდე, მაჩხაანში უნდა წახვიდე, სასაფლაოზე უნდა წახვიდე, მაგის მამის სახელი კლიმენტი არის, უნდა წახვიდე და ეგ საფლავი ნახო, შარშან დაკრძალეს, სად არის საფლავი ყველაფერი უნდა გაარკვიო, მოაგვარო, დადო და უნდა ვიცოდეთ. ყველაზე მეტად რაც ჩვენ ეგ ადგილი გვჭირდება. მაგაზე იმუშავე შენ, სხვის საქმეზე აეროპორტში, საავადმყოფოებში და სხვის საქმეებში სიარული არ არის შენი საქმე. შენ შენი საქმე გააკეთე. მე აქ პოლიტიკურად ვცდილობ ესენი გავანადგურო, ჩვენ გვერდით არავინ არ გვყავს დამდგომი. გარდა ჩვენ ორისა არავის არ ადარდებს და არც დაინტერესდებიან მე ვარ და შენ ხარ, მე და შენ სიკვდილი და გადარჩენა ფეხებზე გვკიდია, არ გვჭირდება. იქ რომ ცხოვრობს თემირლანი ეგ გვჭირდება მე და შენ ჩვენც იქ იმ ადგილას ვართ წასასვლელები. ამიტომ სხვა დანარჩენი მოაშორე“, - მიმართავს მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმის შვილს.
ჩანაწერის სრული ვერსია
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)