21:58 - 12 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-07 13:06:11, 930 ნახვა

საზოგადოება
ზვიად გამსახურდიას სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია ზაფხულის ბოლომდე დასრულდება

სოფელ ძველ ხიბულაში ზვიად გამსახურდიას სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია ზაფხულის ბოლომდე დასრულდება, ეკლესიის მშენებლობა კი უახლოეს მომავალში დაიწყება - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფონდ „ქართუს“გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანმა განუცხადა. 

ზვიად გამსახურდიას სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოებს  და ეკლესიის მშენებლობის პროექტს ნიკოლოზ ჩხეტიანი დღეს სოფელ ძველ ხიბულაში, მთავრობის წევრებთან ერთად გაეცნო. 

ნიკოლოზ ჩხეტიანის თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად ფონდიდან რამდენიმე მილიონი ლარია გამოყოფილი. 

„დღეს ვიმყოფებით სოფელ ძველ ხიბულაში, სადაც ფონდი „ქართუ“ კომპლექსურ ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს. ფონდ “ქართუს“ დაფინასნებით რეაბილიტაცია ჩუტარდება იმ სახლს, სადაც,  საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია გარდაიცვალა. ტერიტორიაზე მოეწყობა პარკი, აიგება ტაძარი. ასევე „ქართუს“ დაფინანსებით სოფელში აშენდება 60 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი”- განცახადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.

სოფელ ძველ ხიბულაში ზვიად გამსახურდიას მუზეუმის გახსნას ადგილობრივებს „ქართული ოცნების“თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაპირდა. „ქართული ოცნების“ ლიდერმა  29 მარტს ძველ ხიბულაში ის სახლი მოინახულა, სადაც ზვიად გამსახურდიამ სიცოცხლის ბოლო დღეები გაატარა. ასევე გადაწყდა, რომ მოწესრიგდება სოფლის ინფრასტრუქტურა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება მთავარ და  შიდა გზებს, მოხდება გაზით უზრუნველყოფა, აშენდება ახალი საბავშვო ბაღი.  შესაბამისი დავალებები მან ფონდ „ქართუს“ თავმჯდომარეს ნიკო ჩხეტიანს მისცა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აბუ დაბის პოლიციამ მერაბ დვალიშვილი და მოჭიდავე საბა ლაზაშვილიც დააკავა, რომებიც ჩასაფრების მსხვერპლები გახდნენ
აბუ-დაბის პოლიციამ მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის საქმეზე 10 ადამიანი დააკავა.
ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმის საქმეზე სპეცრაზმელს 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
საქართველოს ბანკისა და UN Women-ის ინიციატივით, ხელოვნური ინტელექტის ეპოქის შესაძლებლობებზე პანელური დისკუსია გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics