|
2019-05-06 16:55:32, 1133 ნახვა
საზოგადოება
გიორგი შენგელია სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
„მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ პროექტის ფარგლებში, ზუგდიდის დემოკრაგტიული ჩართულობის ცენტრში, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატ, გიორგი შენგელიასთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრას, ასევე, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ირაკლი ჩიქოვანი და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა, მერობის კანდიდატთან ერთად განიხილეს ეკონომიკური განვითარების ძლიერი და სუსტი მხარეები, ასევე, კანდიდატისგან მოისმინეს არსებული გამოწვევები და საფრთხეების დაძლევის გზებზე იმსჯელეს. ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მერობის კანდიდატს საარჩევნო პროგრამასა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით შეკითხვები დაუსვეს. "შეხვედრაზე საუბარი იყო ზუგდიდის ეკონომიკური განვითარების კონცეფციაზე, თუ, რა ხედვები გვაქვს მე და ჩემს გუნდს. ძირითადი აქცენტები გაკეთდა სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარებაზე, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის. ასევე, საუბარი იყო იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც მიმდინარეობს ჩვენს ქალაქში და იმ პრობლემურ საკითხებზე, რომლებიც აწუხებს ჩვენს მუნიციპალიტეტს. არასამთავრობო სექტორისგან მიღებული იქნა რჩევები ამ მიმართულების განსავითარებლად. ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული ყველა ის საკითხი, რომელიც წაადგება ჩვენს მუნიციპალიტეტს ეკონომიკური განვითარებისთვის და იმ მიზნის მიღწევისთვის, რაც დამატებით რესურსებისა და სახსრების მოზიდვას ემსახურება", - აღნიშნა გიორგი შენგელიამ. ცნობისთვის, „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ევროკავშირის ინიციატივაა, რომელსაც საფუძველი 2017 წელს ჩაეყარა, ზუგდიდი კი 2018 წელს შეუეთდა. აღნიშნული ინიციატივა არის მერებისა და მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა ადგილობრივ დონეზე, რათა მათ აქტიურად ხელი შეუწყონ ეკონომიკურ განვითარებასა და სამუშო ადგილების შექმნას.
(NS)
აბუ დაბის პოლიციამ მერაბ დვალიშვილი და მოჭიდავე საბა ლაზაშვილიც დააკავა, რომებიც ჩასაფრების მსხვერპლები გახდნენ
აბუ-დაბის პოლიციამ მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის საქმეზე 10 ადამიანი დააკავა.
ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმის საქმეზე სპეცრაზმელს 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
საქართველოს ბანკისა და UN Women-ის ინიციატივით, ხელოვნური ინტელექტის ეპოქის შესაძლებლობებზე პანელური დისკუსია გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)