|
2019-05-06 14:28:07, 983 ნახვა
საზოგადოება
კირვალიძე: კერძო სექტორი გადამწყვეტ როლს ითამაშებს სიღარიბისა და შიმშილის დაძლევის მიმართულებით
საქართველოს სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი დავით კირვალიძე, გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO)-ს ხელმძღვანელის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. FAO- ს ახალი ლიდერის არჩევნები, 23 ივნისს, რომში გაიმართება. მანამდე კი, დავით კირვალიძე, გაეროს შტაბ-ბინაში, მსოფლიოს უმაღლესი რანგის ხელმძღვანელ პირებსა და ელჩებს შეხვდა, სადაც მან ბიზნესიდან წასვლის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მცირე პაუზის შემდეგ ის გაორმაგებული ენერგიით უბრუნდება თავის საქმეს. შეხვედრაზე დავით კირვალიძემ FAO- ს ტრანსფორმაციისა და სამომავლო ცვლილებების განხორციელების კუთხით თავისი ხედვა წარადგინა. საქართველოს სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციაში (FAO) ახალი რეფორმების განხორციელებისთვის ემზადება. დავით კირვალიძე FAO- ს "შესაძლებლობების შემქმნელ ორგანიზაციას" უწოდებს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აუცილებელია საჯარო და კერძო სექტორს შორის პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარება. ნიუ-იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პრესკონფერენციაზე FAO-ს ხელმძღვანელობის ქართველმა კანდიდატმა განაცხადა, რომ ის მსოფლიოს ყველაზე ღარიბ რეგიონებში ინოვაციების დანერგვასა და ახალი ინვესტიციების განხორციელებას შეუწყობს ხელს. მისი ინიციატივით ყოველწლიურად გაიმართება საინვესტიციო კონფერენცია, ახალგაზრდა ლიდერებს საშუალება ექნებათ მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით გაიარონ სტაჟირება, ასევე ელექტრონული კომერციის წარმოების ხელშეწყობის მიზნით შეიქმნება სპეციალური ოფისი. დავით კირვალიძე საკუთარ მრავალწლიან გამოცდილებას სწრაფი და ეფექტიანი გადაწყვეტილების მიღებაში გამოიყენებს. ის სიღარიბისა და შიმშილის დაძლევის მიზნით ბიზნესზე ორიენტირებულ მიდგომას ირჩევს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აუცილებლად დაასრულებს ბიუროკრატიულ მმართველობას FAO- ში .
(NS)
აბუ დაბის პოლიციამ მერაბ დვალიშვილი და მოჭიდავე საბა ლაზაშვილიც დააკავა, რომებიც ჩასაფრების მსხვერპლები გახდნენ
აბუ-დაბის პოლიციამ მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის საქმეზე 10 ადამიანი დააკავა.
ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმის საქმეზე სპეცრაზმელს 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
საქართველოს ბანკისა და UN Women-ის ინიციატივით, ხელოვნური ინტელექტის ეპოქის შესაძლებლობებზე პანელური დისკუსია გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)