|
2019-05-03 13:50:03, 1161 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკმა“ „CSR ჯილდო 2019“ მიიღო
„საქართველოს ბანკი“ კორპორაციული პასუხისმგებლობის კლუბისა და გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ინიციატივით ჩატარებული ყოველწლიური კონკურსის „CSR ჯილდო 2019“-ის გამარჯვებულია. კონკურსი მიზნად ისახავს, საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პოპულარიზაციასა და მისი თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას. მთავარი კრიტერიუმი რისი მიხედვითაც საქართველოს ბანკმა ჯილდო მიიღო, ეს ხარისხიანი განათლების ხელშეწყობა და ხელმისაწვდომობაა. „განათლების მხარდაჭერა „საქართველოს ბანკისთვის“, როგორც კორპორაციული სოცილური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის, მნიშვნელოვან და უცვლელ პრიორიტეტად რჩება. ბანკი წლებია მხარს უჭერს ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამისა და ჩივნინგის სასტიპენდიო პროგრამის განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც ქართველ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ განათლება დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. „საქართველოს ბანკის“ მიერ 3 402 196 ლარით დაფინანსებულია 509 სტუდენტი საქართველოსა და მის საზღვრებს გარეთ. სრულიად ახალ ვებ პლატფორმაზე კი როგორც განათლების ბანკი, თავი მოვუყარეთ სწორედ ასეთი სახის ყველა საჭირო ინფორმაციას მათთვის ვისაც სურს განათლების მიღება და განვითარება. მოხარული ვარ, რომ სწორედ ამ ვებპლატფორმით და ხარისხიანი განათლების მხარდაჭერისთვის ბანკმა ეს ჯილდო დაიმსახურა“,- განაცხადა საქართველოს ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულების დირექტორმა, ხათუნა კაკაბაძემ. ინფორმაციისთვის: „საქართველოს ბანკმა“ განათლების ხელშეწყობის მიზნით ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა www.boe.ge შექმნა. პლატფორმაზე თავმოყრილია ყველა საჭირო ინფორმაცია იმ შესაძლებლობების შესახებ, რომელსაც ბანკი აძლევს განათლების მიღების მსურველებს. აბიტურიენტები, სტუდენტები, მომავალი მაგისტრები ვებ პლატფორმაზე მიიღებენ ყველა საჭირო ინფორმაციას სასტიპენდიო პროგრამებზე, ონლაინ და ფიზიკურ სასწავლო სივრცეებზე, ენის შემსწავლელ თუ სასერტიფიკატო კურსებზე. www.boe.ge-ზე განთავსებულია საინტერესო ინფორმაცია საგანმანათლებლო კონკურსებსა თუ პროექტებზე, რომელსაც ბანკი მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს.
(R)
ალასკის სამიტის შემდეგ NATO-ს წევრმა სახელმწიფოებმა დეკლარაცია მიიღეს
აშშ-ის პრეზიდენტმა ანკარაში ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ პუტინთან საუბარს აპირებს
ქეთევან თოიძემ Tashkent International Investment Forum-ზე გალტ & თაგარტის გამოცდილება გააზიარა
ტრამპი: აშშ ირანზე ახალი დარტყმებისთვის ემზადება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)