|
2019-05-03 13:19:13, 1183 ნახვა
საზოგადოება
სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის აფთიაქების ჩამონათვალი 118-მდე გაიზარდა
ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის სიახლეები და სამომავლო გეგმები ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ სამედიცინო საზოგადოებას პირადად გააცნო. მინისტრმა მიმოიხილა პროგრამის შედეგები და არსებული გამოწვევები. ერთ-ერთი სიახლე კი გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით განხორციელდა. უკვე გაფართოვდა იმ აფთიაქების ჩამონათვალი, სადაც ბენეფიციარებს მედიკამენტების შეძენა სიმბოლურ ან მინიმუმ განახევრებულ ფასად შეუძლიათ. მთელი საქართველოს მასშტაბით, პროგრამის ბენეფიციარებს 118 აფთიაქი მოემსახურებთ. ეს აფთიაქებია: „PSP“, “ავერსი“, „ჯიპისი“, „ფარმადეპო“, „სახალხო აფთიაქი“ . ასევე მუდმივად იზრდება პროგრამის ფარგლებში ხელმისაწვდომი მედიკამენტებისა და დაავადებების ნუსხა. ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების მნიშვნელოვან დაფინანსებას. პროგრამით ფინანსდება 6 წამყვანი ქრონიკული დაავადების სამკურანლო ყველაზე მოხმარებადი 35 დასახელების მედიკამენტი. პროგრამა ითვალისწინებს ყველაზე გავრცელებული ქრონიკულ დაავადებებს: გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებები; შაქრიანი დიაბეტი (ტიპი II); ფილტვის ქრონიკული დაავადებები (მათ შორის ასთმა); ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები; ეპილეფსია; პარკინსონის დაავადება. პროგრამის მოსარგეებლეები არიან: სოციალურად დაუცველი პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს, მედიკამენტების შეძენა შეუძლიათ სიმბოლურ ფასად-1 ლარად; საპენსიო ასაკის მოქალაქეები მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები, შშმ ბავშვები; პარკინსონით დაავადებული ნებისმიერი მოქალაქე; ეპილეფსიით დაავადებული ნებისმიერი მოქალაქე. პროგრამით სარგებლობისთვის თავდაპირველად პაციენტი მიმართავს ოჯახის ექიმს ან ექიმ-სპეციალისტს, რომელიც გასცემს ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N100) და რეცეპტს (ფორმა N3), სადაც მითითებულია მისთვის საჭირო მედიკამენტების გენერიული დასახელება. ამის შემდეგ, მიმართავს სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულს რეგისტრაციისთვის და წარადგენს ექიმის მიერ გადაცემულ ფორმა N100 -ს . მედიკამენტის მისაღებად კი პაციენტი მიმართავს პროგრამის მიმწოდებელ ნებისმიერ აფთიაქს.
(NS)
აბუ დაბის პოლიციამ მერაბ დვალიშვილი და მოჭიდავე საბა ლაზაშვილიც დააკავა, რომებიც ჩასაფრების მსხვერპლები გახდნენ
აბუ-დაბის პოლიციამ მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის საქმეზე 10 ადამიანი დააკავა.
ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმის საქმეზე სპეცრაზმელს 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
საქართველოს ბანკისა და UN Women-ის ინიციატივით, ხელოვნური ინტელექტის ეპოქის შესაძლებლობებზე პანელური დისკუსია გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)