21:37 - 12 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-02 19:36:35, 1229 ნახვა

საზოგადოება
თბილისის ნაწილს წყალი არ მიეწოდება

ვაკე-საბურთალოს და კრწანისის რაიონების ნაწილს; ვაზისუბნის მიკრორაიონებს, ელიას და ლოტკინის დასახლებას წყალი არ მიეწოდება, - ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.

მათივე განმარტებით, კომპანიის სატუმბო სადგურებში ელექტროენერგიის მიწოდების შემდეგ წყალმომარაგება ეტაპობრივად აღდგება აღდგება.

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის განცხადებით დღეს, 2 მაისს, 18:11 წუთზე 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთი“ ავარიულად გაითიშა, რის გამოც ქვეყნის რამდენიმე რეგიონს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება, მათ შორის თბილისის ნაწილს.

 ელექტროენერგია შეეზღუდა ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ბახტრიონის, ნუცუბიძის, ვაზისუბნის I აწევის, მუხრანის და კაიშაურის ქუჩაზე მდებარე სატუმბო სადგურებს, რის გამოც წყალმომარაგება შეზღუდული აქვს:

 ვაკე-საბურთალოს და კრწანისის რაიონების ნაწილს; ვაზისუბნის მიკრორაიონებს, ელიას და ლოტკინის დასახლებას.

კომპანიის სატუმბო სადგურებში ელექტროენერგიის მიწოდების შემდეგ წყალმომარაგება ეტაპობრივად აღდგება აღდგება.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
აბუ დაბის პოლიციამ მერაბ დვალიშვილი და მოჭიდავე საბა ლაზაშვილიც დააკავა, რომებიც ჩასაფრების მსხვერპლები გახდნენ
აბუ-დაბის პოლიციამ მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის საქმეზე 10 ადამიანი დააკავა.
ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმის საქმეზე სპეცრაზმელს 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
საქართველოს ბანკისა და UN Women-ის ინიციატივით, ხელოვნური ინტელექტის ეპოქის შესაძლებლობებზე პანელური დისკუსია გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics