|
2019-05-02 16:36:21, 1834 ნახვა
კომენტარი
გახარია გოგორიშვილს - იმ დროს, როდესაც კომიტეტზე პოლიტიკურ ცირკს მოაწყობთ, შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი საქმეები მქონდეს
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარაია კომიტეტის ფორმატში პარლამენტში მისვლის აზრს ვერ ხედავს. როგორც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ წევრის, ხათუნა გოგორიშვილის საპასუხოდ განაცხადა, პლენარულ სხდომაზე წელს უკვე მეხუთედ იმყოფება და ოპოზიციის წარმომადგენლებს მასთან კითხვების დასმის საშუალება არაერთხელ ჰქონდათ. „კომიტეტზე ჩემი არ მოსვლის შემდეგ თქვენ გააკეთეთ განცხადება, რომ ბატონ გახარიას კითხვების ეშინიაო. მეხუთედ ვდგავარ აქ. აქაც იგივე ფორმატია, ზუსტად იგივე კითხვების დასმის უფლება გაქვთ. არ გაკმაყოფილებთ ? ბოდიშით. არ მინდოდა ამაზე აქცენტების გაკეთება, გულწრფელად გიპასუხებთ, უბრალოდ აზრს ვერ ვხედავ. რაიმე სანქცია თუ გაქვთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ. სხვათაშორის, იმ დროს როდესაც თქვენ იქ პოლიტიკური ცირკი უნდა მოაწყოთ, მე შეიძლება ცოტა უფრო მნიშვნელოვანი საქმეები მქონდეს“, - მიმართა გახარიამ გოგორიშვილს.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)