|
2019-05-02 11:49:38, 1204 ნახვა
საზოგადოება
სახალხო დამცველს ყველაზე ხშირად სქესის ნიშნით სავარაუდო დისკრიმიმაციაზე მიმართავდნენ
5 წლის წინ საქართველოს პარლამენტმა „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ (ანტიდისკრიმინაციული) კანონი მიიღო. კანონის მიზანია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა. დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და ზედამხედველობის ფუნქცია სასამართლოს და საქართველოს სახალხო დამცველს მიენიჭა. "ამ პერიოდში, სახალხო დამცველმა დაახლოებით 650 განცხადება შეისწავლა, ჩაატარა საინფორმაციო შეხვედრები/ტრენინგები სკოლის მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან, ჟურნალისტებთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის თანამშრომლებთან, კერძო კომპანიების წარმომადგენლებთან, სხვადასხვა საჯარო მოხელეებთან. ამასთან, თანასწორობის უფლების შესახებ კარგი პრაქტიკის განვითარების და სწორი სტანდარტების დადგენის მიზნით, საერთო სასამართლოებს 20-მდე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარუდგინა. ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიერ განსახილველ საქმეში მესამე მხარის ინტერვენცია განახორციელა, რომლითაც სასამართლოს ქალთა თანასწორუფლებიანობის შესახებ საქართველოში არსებული ვითარება აცნობა. დისკრიმინაციასთან ბრძოლის შესახებ კანონმდებლობის მიღება საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ თავისთავად მნიშვნელოვანი მოვლენაა, თუმცა, სახალხო დამცველის პრაქტიკის შედეგად მალევე გამოვლინდა ის მატერიალური და პროცესუალურ-სამართლებრივი ნაკლოვანებები, რაც ნორმატიული ჩარჩოს პრაქტიკაში მოქმედებას აფერხებდა და რაზეც სახალხო დამცველი ჯერ კიდევ თავის 2015 წლის სპეციალურ ანგარიშში მიუთითებდა. სახალხო დამცველის განმეორებითი რეკომენდაციების შედეგად, 2019 წლის თებერვალში შევიწროების და სექსუალური შევიწროების, როგორც დისკრიმინაციის ფორმების რეგლამენტაცია მოხდა. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პარლამენტი განიხილავს კერძო პირებთან მიმართებით სახალხო დამცველის მანდატის გაძლიერებას, რაც სახალხო დამცველისთვის ინფორმაციის მიწოდების დავალდებულებას და რეკომენდაციების აღსრულების მექანიზმის შექმნას უკავშირდება. ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების ერთ-ერთ მთავარ მონაპოვრად სახალხო დამცველი მიიჩნევს დისკრიმინაციის, როგორც სოციალური ფენომენის, თაობაზე სოციუმში დაწყებულ დისკუსიას და ცნობადობის ამაღლებას, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს დაუცველი ჯგუფების მიმართ შემწყნარებლური გარემოს ჩამოყალიბებას. სამწუხაროდ, თანასწორობის მიღწევის პროცესში კვლავ არაერთი გამოწვევა არსებობს, რაც, ძირითადად, საკანონმდებლო ჩარჩოს პრაქტიკაში ეფექტიანი იმპლემენტაციის პრობლემას და საზოგადოებაში ჯერ კიდევ მყარად არსებულ სტერეოტიპებს უკავშირდება. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ არსებულ გამოწვევებთან ეფექტიანი ბრძოლისთვის, მნიშვნელოვანია, ყველა დაინტერესებული მხარის - ხელისუფლების, სამოქალაქო სექტორის თუ საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა და კოორდინირებულად თანამშრომლობა", - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.
ნატოს სამიტზე სტარმერმა ევროპას შორი მოქმედების იარაღისთვის 50 მლრდ-იანი გეგმა წარუდგინა
Reuters: ტრამპმა ნატოს ლიდერებს განუცხადა, რომ აშშ ალიანსში დარჩენას აპირებს
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
თიბისის მხარდაჭერით, ლაგოდეხი ბლუზის მე-10 საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|



ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)