|
2019-05-01 15:26:01, 1856 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე: ახლა ვარკვევთ, ვინ ჩაიყვანა ოზურგეთში სერგო რატიანი და ვინ შეიყვანა ეს წესიერი ადამიანი შეცდომაში
"ახლა ვარკვევთ, ვინ ჩაიყვანა ოზურგეთში სერგო რატიანი და ვინ შეიყვანა ეს წესიერი ადამიანი შეცდომაში, რადგან რაც გუშინ მან თქვა ოზურგეთის მუნიციპალიტეტზე - იყო დეზინფორმაცია - აცხადებს უმრავლესობის ლიდერი, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი არჩილ თალაკვაძე. მისი თქმით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი საუკეთესოა როგორც მუნიციპალური ბიუჯეტის, ასევე, რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოყოფილი თანხების ათვისების და პროექტების განხორციელების მხრივ "რეალურად, როგორც მუნიციპალური ბიუჯეტის, ასევე, რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოყოფილი თანხების ათვისების და პროექტების განხორციელების მხრივ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი საუკეთესოა. აღსანიშნავია ისიც, რომ 2019 წელს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ლიმიტით განსაზღვრული პროექტების დაკონტრაქტების გეგმა 100 %-ით შესრულდა, გამომდინარე აქედან, წელს ოზურგეთი საქართველოს მთავრობისგან სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად დამატებით თანხებს მიიღებს " - აცხადებს თალაკვაძე. ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა 2018 წელსაც რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოყოფილი თანხებიც სრულად აითვისა. პარლამენტის სხდომაზე რატიანი რამდენიმე მუნიციპალიტეტის, მათ შორის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტისთვის 2018 წელს გამოყოფილი თანხის - 7 მილიონი ლარის აუთვისებულობაზე საუბრობდა.
(NS)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)