|
2019-05-01 13:15:58, 2661 ნახვა
კომენტარი
გახარია დავით გარეჯზე: ისეთ შეთანხმებას მივაღწევთ, რომ კულტურული მემკვიდრეობა და ეკლესიის ინტერესი გათვალისწინებული იქნება
"ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორთან შეთანხმებას მივაღწევთ ისეთს, რომ გათვალისწინებული იქნება, როგორც კულტურული მემკვიდრეობა, ასევე ჩვენი ეკლესიის ინტერესი", - ამის შესახებ შს მინისტრმა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა გიორგი გახარიამ დავით გარეჯის მონასტერთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, საზღვრის დემარკაცია მოკლე ვადებში უნდა განხორციელდეს. „ყველას მოგვეხსენება, რომ ეს არის ძალზედ ფაქიზი თემა. რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი მემკვიდრეობა, პოსტ-საბჭოთა მემკვიდრეობა და საზღვრის დემარკაცია მაქსიმალურად შესაძლებელ, მოკლე ვადებში უნდა დავასრულოთ. მე ერთმნიშვნელოვნად მოვუწოდებ ყველას, ვინც ცდილობს ამ თემით სპეკულირებას და ეთნიკური შუღლის გაღვივებას, არ მოვერიდები ამ სიტყვებს, ძალიან ფრთხილად ვიყოთ ამ თემასთან, რამეთუ დემარკაციის ფარგლებში, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორთან და ჩვენს მოძმე სახელმწიფოსთან შეთანხმებას მივაღწევთ, ისეთს რომლის ფარგლებში გათვალისწინებული იქნება, როგორც კულტურული მემკვიდრეობა, ასევე ჩვენი ეკლესიის ინტერესი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)