|
2019-04-30 19:03:39, 1633 ნახვა
კომენტარი
სესიაშვილი დავით გარეჯზე: ფრთხილად უნდა ვიყოთ, ეს მხოლოდ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა არ არის
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან არსებული პრობლემა წლების განმავლობაში გადაუჭრელი საკითხი იყო. დეპუტატი ამ თემაზე საუბრისას ყველას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ის დარწმუნებულია, რომ გადაწყვეტილებას ორივე ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით მიიღებენ. "მე მინდა ძალიან ფრთხილად მივუდგეთ ყველა, იმიტომ, რომ ეს მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობა არ არის, ეს ჩვენი საერთო ინტერესია, რომ ერთის მხრივ, ჩვენს პარტნიორ აზერბაიჯანთან კეთილმეზობლური ურთიერთობა დავიცვათ, რომელთანაც ჩვენ კრიტიკულად პრობლემატური საკითხები არ გვაქვს, მაგრამ, მეორეს მხრივ, ჩვენ ჩვენი საზოგადოების ინტერესები ადეკვატურად უნდა დავიცვათ. მე დარწმუნებული ვარ, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან ერთად საკითხს გადავწყვეტთ. ეს პრობლემა წლების განმავლობაში არსებობდა და დღესაც არსებობს, რადგან საზღვრის დემარკაცია ჯერ კიდევ არ დასრულებულა, თუმცა ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ამ საკითხს ორივე სახელმწიფოს, პირველ რიგში, საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით გადავწყვეტთ", განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)