|
2019-04-30 17:30:34, 1506 ნახვა
კომენტარი
გოგიჩაიშვილი - სახელმწიფოს ინტერესები უფრო მეტია, ვიდრე ივანიშვილის სურვილი, მახინჯი მოსამართლეების საშუალებით სასამართლო ჯიბეში ჩაიდოს
"გვინდა დავარწმუნოთ ჩვენი კოლეგები იმაში, რომ სახელმწიფოს ინტერესები უფრო მეტია, ვიდრე პარტიის თავმჯდომარის [ბიძინა ივანიშვილი] სურვილი, რომ სასამართლო ჩაიდოს ჯიბეში ამ მახინჯი მოსამართლეების საშუალებით", - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ის თანამოაზრეებთან ერთად შეეცდება მოსამართლეების შესახებ შემუშავებული ინიციატივა პარლამენტში მეორე მოსმენით დაარეგისტრიროს. "საკანონმდებლო პროცესი, რა თქმა უნდა, არის მნიშვნელოვანი. თეორიულად და კანონმდებლობით პრობლემის გადაწყვეტის გასაღები დევს პარლამენტში და უმრავლესობა არის ამ საკითხის მთავარი გადამწყვეტი. მაგრამ პრაქტიკაში გასაღები დევს სხვაგან. ჩვენ ვცდილობთ, რომ ვისთანაც დევს ეს გასაღები, წავართვათ ეს გასაღები, როგორც სასამართლოს თავისუფლების შეფერხების მცდელობა, წამოვიღოთ პარლამენტში და რეალურად გავუღვივოთ პარლამენტის წევრებს მათი კონსტიტუციური უფლებამოსილებები და პასუხისმგებლობა, იმ ქვეყნის წინაშე, რომელსაც ისინი წარმოადგენენ. ჩვენ ვცდილობთ ეს მთელი კამპანია აქეთკენ წავრმართოთ. ეს გასაღები პარტიის თავმჯდომარეს გამოვართვათ და წამოვიღოთ პარლამენტში. გვინდა დავარწმუნოთ ჩვენი კოლეგები იმაში, რომ სახელმწიფოს ინტერესები უფრო მეტია, ვიდრე პარტიის თავმჯდომარის სურვილი, რომ სასამართლო ჩაიდოს ჯიბეში ამ მახინჯი მოსამართლეების საშუალებით", - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)