|
2019-04-30 17:30:09, 1804 ნახვა
სამხედრო
ლევან იზორია: ახალი სამხედრო ქალაქი ჩვენი მომავალი წარმატებების, გამარჯვების და კეთილდღეობის სიმბოლო იქნება
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და თავდაცვის მინისტრმა დღეს ბინების მშენებლობის ახალი პროექტის პრეზენტაცია თავდაცვის ძალების წარმომადგენლებისთვის მახათას მთაზე გამართეს. მათი განცხადებით, 700-მდე სამხედრო მოსამსახურეს საკუთრებაში მახათას მთაზე არსებული მიწა გადაეცემათ. პროექტი სახელმწიფოს თანადაფინანსებით ხორციელდება. საცხოვრებელი ფართები „ამხანაგობის“ პრინციპით აშენდება, ბინის საფასურის 40%-ს კი, სახელმწიფო დაფარავს. „ბატონი პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დღეს ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს და განსაკუთრებით, მას მინდა ვუთხრა მადლობა მხარდაჭერისთვის, რომელსაც მე პირადად და თითოეული თქვენგანი გრძნობთ -იქნება ეს თავდაცვის ძალების ტრანსფორმაცია და მისთვის საჭირო ფინანსური უზრუნველყოფა, იქნება ეს ახალი სახელფასო პაკეტი, თუ დღეს უკვე ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებით - ახალი საბინაო პოლიტიკის განხორციელება. ეს არის სწორედ თავდაცვის პოლიტიკის მნიშვნელოვანი ასპექტი“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას. ბინათმშენებლობის პროექტს, რომელიც სახელმწიფოს თანადაფინანსებით ხორციელდება, საფუძველი სამხედრო მოსამსახურეებისთვის სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით ჩაეყარა და „ამხანაგობის“ პრინციპით აშენდება. ახალი პროექტი ორიენტირებული იქნება ასევე, ახალგაზრდა თაობის მოტივირებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისთვის. „ეს არის იმ ღვაწლის დაფასება, რაც თქვენ ქვეყნის მიმართ გაგაჩნიათ, ზოგიერთი თქვენგანი 20 წელზე მეტია ემსახურებით თქვენს ქვეყანას. თქვენ ხართ მაგალითი ახალი თაობისთვის, იმ ახალი ოფიცერთა კორპუსისთვის, რომლებსაც აქვთ ამბიცია გაიარონ იგივე გზა, რომელიც თქვენ გაიარეთ. ამიტომ ეს დამატებითი მოტივაციაა მათთვის, რომ მომავალში შეძლონ გახდნენ მაიორები, ვიცე-პოლკოვნიკები და უფრო მაღალი რანგის ოფიცრები და სერჟანტები, რათა ჰქონდეთ სახელმწიფოსგან ადეკვატური სოციალური პაკეტით უზრუნველყოფა“, - აღნიშნა ლევან იზორიამ. თავდაცვის უწყება ბინებით უზრუნველყოფის პოლიტიკას მომავალშიც გააგრძელებს და ხელს შეუწყობს როგორც სოციალური პირობების გაუმჯობესებას, ისე პროფესიონალი სამხედროების შენარჩუნებას. „კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო მადლიერება თითოეული თქვენგანისა და ბატონი პრემიერის მიმართ, რომელმაც ეს იდეა პირველივე დღესვე აიტაცა და მაშინვე იყო მხარდაჭერა გამოთქმული, რომ აქ გაშენდებოდა სამხედრო ქალაქი, რომელიც ჩვენი მომავალი წარმატებების, გამარჯვების და კეთილდღეობის სიმბოლო იქნება“- განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.
(NS)
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)