|
2019-04-30 16:52:03, 1505 ნახვა
კომენტარი
ვოლსკი: აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაცია უნდა მოხდეს და თუ ამაზე პრეზიდენტი საუბრობს, ეს არაა წინდაუხედავობა
საპარლამენტო უმრავლესობბის წევრმა გია ვოლსკიმ იმ ოპონენტების მოსაზრებას, რომლებიც დავით გარეჯის პრობლემას სალომე ზურაბიშვილის აზერბაიჯანში ვიზიტს უკავშირებენ, პოლიტიკური უზნეობა უწოდა. მისი თქმით, მეზობელ ქვეყანასთან საზღვრები გადასახედია და თუ პრეზიდენტი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ამ თემაზე საუბრობს, ეს წინდაუხედავიბად არ უნდა ჩავთვალოთ. "ეს, ასე თუ ისე, პოლიტიკური უზნეობაა, ამას (სალომე ზურაბიშვილის აზერბაიჯანში ვიზიტს) დააბრალო, როდესაც ქვეყნის წარმომადგენელი თავისი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე რაღაცა საკითხებს აყენებს. არც აზერბაიჯანშია ეს განწყობა და მითუმეტეს, არც საქართველოშიც არ უნდა უნდა გვქონდეს ეს, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის გარკვეული პოზიციის გამოხატვა შეიძლება რამენაირად დამაზიანებელი იყოს, მითუმეტეს, თუ ეს ინტერესები მეზობელი ქვეყნის ინტერესებსაც ემთხვევა. ფაქტია, ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ და საზღვრის დემარკაცია მოვახდინოთ და ამასთან დაკავშირებით თუ სალომე ზურაბიშვილი საუბრობს, არანაირი წინდაუხედაობა ეს არ არის", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)