|
2019-04-30 14:06:05, 1717 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე: ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები „ნაცმოძრაობის“ ოცნებაა, რომელიც ქვეყნის ოცნებებს არ ემთხვევა
"ეს "ნაციონალური მოძრაობის" ოცნებაა და მათი ოცნებები ქვეყნის ოცნებებს და ქვეყნის განვითარების გეგმებს არ უკავშირდება", - ასე გამოეხმაურა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. როგორც მდინარაძემ განმარტა, აღნიშნული ინფორმაცია არასერიოზულია და ოპოზიცია დემაგოგიას ეწევა. "ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მე არ გამომივა სერიოზული კომენტარის გაკეთება. ეს ყველაფერი დაკავშირებულია ენმ-ის საერთო მესიჯბოქსთან, რომ რაღაცა ქაოსი ხდება, რაღაცა უბედურება ხდება. ბოლო დროს სასამართლოსთან დაკავშირებული მოვლენებით, მათი მოქმედებები დაკავშირებული იყო ხელისუფლების ერთ-ერთი შტოს გაჩერებისკენ. ყველანაირად ცდილობენ შექმნან სიტუაცია, რაც რეალობასთან კავშირში ნამდვილად არ არის. ეს რაღაც პოლიტიკური ხრიკია, რომ ჯერ დაიწყონ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე საუბარი და მერე თქვან რომ ეს აწყობთ მათ კი არა, არამედ "ქართულ ოცნებას". ეს არის დემაგოგიის ნაწილი, რომელიც მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს შეუძლიათ", - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)