21:12 - 12 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-28 12:34:36, 1123 ნახვა

საზოგადოება
გიორგი პატარიძემ არასრულწლოვან მსჯავრდებულებს აღდგომა მიულოცა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი პატარიძემ არასრულწლოვან მსჯავრდებულებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა. გიორგი პატარიძე N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებას ესტუმრა და არასრულწლოვან მსჯავდებულებს საქართველოს საპატრიარქოს მიერ გამოგზავნილი სააღდგომო ნობათი გადასცა.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის თქმით, არასრულწლოვანი პატიმრები ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია და სათანადო ყურადღებას საჭიროებს.

"დღეს მოვედით N11 პენიტენციურ დაწესებულებაში, რათა არასრულწლოვან მსჯავრდებულებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მივულოცოთ. მათ საქართველოს საპატრიაქოს მიერ გამოგზავნილი სააღდგომო ნობათი გადავეცით, რისთვისაც საპატრიარქოს მინდა მადლობა გადავუხადო. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და  თითოეულ თავისუფლებააღკვეთილ პირს  მივულოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!",- განაცხადა გიორგი პატარიძემ.

სააღდგომო ნობათი საქართველოს საპატრიარქოსგან N8 და N2 პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულმა არასრუწლოვანმა ბრალდებულ/მსჯავრდებულებმა, ასევე N5 (ქალთა) დაწესებულების პატიმრებმა მიიღეს.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმის საქმეზე სპეცრაზმელს 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
საქართველოს ბანკისა და UN Women-ის ინიციატივით, ხელოვნური ინტელექტის ეპოქის შესაძლებლობებზე პანელური დისკუსია გაიმართა
საქართველოს ბანკისა და LEAF-ის საერთაშორისო განათლების რეგიონული ტური დაიწყო
პროკურატურამ ვაკეში ჩხუბის მონაწილეებს ბრალი წაუყენა, მათ 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics