|
2015-06-25 19:15:06, 737 ნახვა
ეკონომიკა
ვახტანგ ხმალაძე: კანონში დაგეგმილი რიგი ცვლილებები ეროვნული ბანკის კონსტიტუციურ ფუნქციებს აშკარად არ შეესაბამება
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის შეფასებით, "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებების რიგი დებულებები ეროვნული ბანკის კონსტიტუციით განსაზღვრულ ფუნქციებს არ შეესაბამება. აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით კომიტეტის დასკვნა ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ წარმოადგინა. მისი განმარტებით, ფუნქციები, რაც კონსტიტუციით ეროვნული ბანკის ფუნქციებად არის განსაზღვრული, ინიცირებული პროექტის მიხედვით, გადასულია საფინანსო სექტორის ზედამხედველობის სამსახურის ფუნქციებში. "დაგეგმილი ცვლილებების რიგი დებულებები ეროვნული ბანკის კონსტიტუციით განსაზღვრულ ფუნქციებს აშკარად არ შეესაბამება. იმის მიუხედავად, რომ ზედამხედველობის სამსახური იქნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი ეროვნული ბანკის შემადგენლობაში, მაინც ვფიქრობთ, რომ ეს არ არის სწორი. ყველა ინსტრუმენტი, რომელიც ეროვნულ ბანკში არსებობს და რომელმაც უნდა უზრუნველყოს ქვეყნის მონეტარული პოლიტიკის წარმართვა ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, უნდა იყოს ეროვნული ბანკის ხელში და არ უნდა გადავიდეს სადმე სხვაგან. რაც შეეხება კონსტიტუციის იმ ნაწილს, სადაც კონსტიტუცია ამბობს, რომ ეროვნული ბანკი ხელს უწყობს ფინანსური სექტორის სტაბილურ ფუნქციონირებას, ხელის შეწყობა კანონით განსაზღვრული სხვადასხვა ინსტრუმენტის მეშვეობით ხდება. ეს ინსტრუმენტები შეიძლება იყოს უშუალოდ ეროვნული ბანკის ხელში, შეიძლება რაღაც ნაწილი იყოს ეროვნული ბანკის სსიპ-ის ხელში, რაღაც ნაწილში ერთობლივად მიიღონ მონაწილეობა. იქ სადაც მონეტარული პოლიტიკის გატარება წერია, ეს ცალსახად მხოლოდ ეროვნულ ბანკთან უნდა იყოს. კანონპროექტით ძალიან მკაფიოდ და ცალსახად უნდა განისაზღვროს, რომელი ინსტუმენტებია უშუალოდ ეროვნული ბანკის ხელში, რომელი ინსტრუმენტები შეიძლება იყოს ზედამხედველობის სამსახურის ხელში", - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ. გარდა ამისა, მისივე თქმით, სააგენტოს საბჭოს ფორმირების მოდელი არ არის ოპტიმალური, შერჩევის კრიტერიუმები უნდა იყოს მკაფიო და იძლეოდეს იმის საშუალებას, რომ საბჭოში მხოლოდ სათანადო კვალიფიკაციის მქონე პირები იყვნენ.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)