|
2019-04-24 15:46:03, 1452 ნახვა
კომენტარი
კობახიძე - მართლმსაჯულების რეფორმაზე წარმართული დისკუსია გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ ცვლილებების სრული კონსესუსით მომზადდება
„დისკუსია ძალიან კონსტრუქციულად და საინტერესოდ წარიმართება, რაც გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს და დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში, სრული შეთანხმებით მოვახერხებთ ცვლილებების მომზადებას ოთხივე საკითხთან დაკავშირებით",- ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მართლმსაჯულების მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით, ბორჯომში მიმდინარე სამუშაო ჯგუფის შეხვედრას. ჯგუფის წევრები რეფორმის მეოთხე ფაზის ოთხ ძირითად საკითხზე მსჯელობენ, რომლებიც სასამართლოს გადატვირთულობას, დისციპლინურ წარმოებას, იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმას და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უკავშირდება. ირაკლი კობახიძის შეფასებით, გამართული წარმატებული დისკუსიის შედეგად, ჯგუფი დისციპლინური წარმოებისა და სასამართლოს გადატვირთულობის საკითხებთან დაკავშირებით პოზიციების შეჯერებას სრული კონსესუსით შეძლებს. მისივე თქმით, გასვლითი სამუშაო შეხვედრის მეორე დღე იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმასა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ეთმობა და დისკუსია აღნიშნულ საკითხებზეც კონსტრუქციულად წარიმართება. „იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმაც არის პრიორიტეტი, მოგეხსენებათ, სკოლის რეფორმასთან არის მიბმული, მათ შორის, სრული გადასვლა უვადო დანიშვნის წესზე, რაც უნდა განხორციელდეს 2024 წლის ბოლოდან. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია სკოლის რესურსების გაძლიერება და შესაბამისი ცვლილებების ასახვა, მათ შორის, კანონმდებლობაში და დღესვე გვექნება, ასევე, დისკუსია, საბჭოსთან დაკავშირებით",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ შესაბამისი კანონპროექტები მაისის მეორე ნახევარში უნდა იქნას მომზადებული და ინიცირებული, რაც პარლამენტს საშუალებას მისცემს, შესაბამისი პაკეტი ივნისის ბოლომდე მიიღოს.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)